x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
25 გაბედული ფრაზა კოკო შანელისგან სტილზე, სიყვარულზე და მამაკაცებზე

კოკო შანელმა იცოცხლა 87 წლამდე, ელეგანტურად, მაგრამ უკომპრომისოდ შეცვალა მოდის სამყარო სამუდამოდ. მისი წყალობით ვიცვამთ მორგებულ ქურთუკებს, რომლებიც ადრე მხოლოდ მამაკაცებს ეცვათ, პატარა შავ კაბას, რომლის წინააღმდეგაც ყოველგვარი არგუმენტი უძლურია მოლაპარაკებებში, ვიყენებთ მდიდრულ სუნამოებს, რომლებიც გვაგრძნობინებენ, რომ ჩვენ ერთადერთები ვართ და პირდაპირ ვეუბნებით მამაკაცს ყველაფერს, რასაც მასზე ვფიქრობთ.


image

წარმოგიდგენთ ცნობილი ფრანგი მოდის დიზაინერის ყველაზე გასაოცარ განცხადებებს სტილის, სილამაზისა და მამაკაცის გულის მოგების შესახებ.

25 ნათელი ფრაზა კოკო შანელისგან,  თუ როგორ უნდა მოიგოთ მამაკაცი

1. ქალისთვის მთავარია მუდმივად იმუშაოს. მხოლოდ შრომა იძლევა გამბედაობას, სული კი, თავის მხრივ, ზრუნავს სხეულის ბედზე.

2. ოცი წლის ქალს აქვს ისეთი სახე, რომელიც ბუნებამ მისცა, ოცდაათი წლისას - რომელიც თვითონ შექმნა, ორმოცისას კი ისეთი, როგორსაც იმსახურებს.

3. უფრთხილდით ორიგინალობას - ქალის მოდაში ორიგინალურობამ შეიძლება მასკარადამდე მიგვიყვანოს.

4. მხოლოდ ახალგაზრდა ქალებს შეუძლიათ საკუთარი სტილის გამოგონება. მოწიფული და ასაკოვანი ქალები უნდა მიჰყვნენ გაბატონებულ მოდას.

5. შეუცვლელი რომ იყო, მუდმივად უნდა შეიცვალო.

25 ნათელი ფრაზა კოკო შანელისგან,  თუ როგორ უნდა მოიგოთ მამაკაცი

6. მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც კარგად იცვამენ, მაგრამ არც ისე თვალშისაცემად.

7. თავის მოვლა გულიდან უნდა დაიწყოს, თორემ არცერთი კოსმეტიკა არ უშველის.

8. რაც არ უნდა თქვას, მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალია, ყველა დანარჩენი მისი ჩრდილია.

9. ჩვენ გვჭირდება სილამაზე იმისთვის, რომ მამაკაცებმა შეგვიყვარონ, სისულელე კი იმისთვის, რომ კაცები გვიყვარდეს.

10. ნათელ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალის ცუდ გუნებაზე მოყვანა რთულია.

25 ნათელი ფრაზა კოკო შანელისგან,  თუ როგორ უნდა მოიგოთ მამაკაცი

11. მაქმანი ბუნების ფანტაზიის ყველაზე ლამაზი იმიტაციაა. და მარგალიტი ყოველთვის მართალია.

12. ქალებს სურთ შეცვლა. ისინი ცდებიან. ბედნიერება თანმიმდევრულობასა და საკუთარი თავის უღალატობაშია.

13. ხელები გოგონას სავიზიტო ბარათია, კისერი მისი პასპორტია, გულმკერდი მისი საერთაშორისო პასპორტია.

14. არის სამუშაოს დრო და არის სიყვარულის დრო. სხვა დრო აღარ რჩება.

15. ქალები, როგორც წესი, ქმარზე გაცილებით ფრთხილად ირჩევენ ღამის პერანგს თავისთვის.

25 ნათელი ფრაზა კოკო შანელისგან,  თუ როგორ უნდა მოიგოთ მამაკაცი

16. მე ვაფასებ ადამიანებს ფულს ხარჯვის მიხედვით. არასოდეს დაქორწინდეთ კაცზე, რომელსაც ხურდისთცის ცალკე საფულე აქვს.

17. ქალებს შეუძლიათ სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. რა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ რამდენიმე ქალზე. სასაცილო მამაკაცი არის ნამდვილი უიღბლო, თუკი ის არ არის გენიოსი.

18. თუ გინდა გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასდროს გაგიკეთებია.

19. თუ ქალი ღალატობს, არ არის საჭირო გონივრული მიზეზების ძიება: ეს ყველაფერი გონებაში კი არა, გრძნობებზეა დამოკიდებული.

20. ამბობენ, რომ ქალები იცვამენ სხვა ქალების გამო. რომ ეს შთაგონებულია კონკურენციის სულით. ეს მართალია. მაგრამ მსოფლიოში მამაკაცი რომ აღარ დარჩეს, ქალები საერთოდ შეწყვეტენ ჩაცმას.

25 ნათელი ფრაზა კოკო შანელისგან,  თუ როგორ უნდა მოიგოთ მამაკაცი

21. როცა არჩევანი მამაკაცსა და კაბებს შორის გიწევს, აირჩიე კაბები.

22. არ უნდა არსებობდნენ ლამაზი მამაკაცები, მაგრამ ულამაზოები არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ ცოტა ყვავილი და თბილი შამპანური.

23. პარადოქსი ისაა, რომ რაც უფრო სულელი და უღიმღამოა მამაკაცი, მით მეტი პრეტენზია აქვს ქალზე.

24. თავი შეიკავო, როცა ეს შეურაცხმყოფელია და არ მოაწყო სცენა, როცა მტკივნეულია - აი რა არის იდეალური ქალი.

25. ფლირტი არის გონების გამარჯვება გრძნობებზე.

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0