შევეცადე ყველაზე პოპულარულ დასაქმების ვებ - გვერდებზე 2011-2012
წლებში განთავსებული განაცხადების
მიხედვივით გამერკვია თუ რომელი პროფესიებია საქართველოში
პოპულარული.
1.გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი/აგენტი
2.დისტრიბუტორი/ პრისელერი/მერჩენდაიზერი/ სუპერვაიზერი
3.ბუღალტერი/ფინანსური მენეჯერი
4.საკრედიტო ექსპერტი/საბანკო სექტორი
5.სხვადასხვა პროფილის პედაგოგი
6.სამედიცინო / სავაჭრო წარმომადგენელი
7.ვებ დიზაინერი/პროგრამისტი
8.მოლარე/გამყიდველი/ მაღაზიის მენეჯერი
9.ინჟინერი
10.დამლაგებელი/მუშა/მძღოლი
11.მიმტანი/მზარეული/მცხობელი
ბოლო წლებია ყველაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება
გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მოთხოვნა გამოწვეულია 1. კომპანიების სურვილით გაზარდონ თავისი გაყიდვები და მოძებნონ კადრი ვინც ამ პროცესს გაუძღვება; 2. პროფესიონალების ნაკლებობა ბაზარზე, რაც ხშირად იწვევს კადრების დენადობას, ხდება ძველის გაშვება და ახლების მიღება; მსოფლიოში ტენდენცია იგივე ფიქსირდება, რაც კრიზული პერიოდით აიხსნება.
როდესაც გაყიდვები შემცირებულია კომპანიები ცდილობენ და ეძებენ
ახალ კადრებს; მეორე პოზიციაზე მოთხოვნის მიხედვით დაფიქსირდა ბუღალტერის ან ფინანსისტის პოზიცია, ახალი კომპანიების გაჩენა ან შემოსვლა ბაზარზე არის მაღალი მოთხოვნის განმაპირობებელი, გარდა ამისა კვალიფიციური ბუღალტერი მნიშვნელოვანია საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობაში,
კომპანიების ფინანსურად გამართვაში და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილებაში;
მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება დისტრიბუტორებზე, რაც ასევე კომპანიის ქსელების გაფართოებით ან ახალი ჩამნაცვლებელი კადრების ძიებით არის განპირობებული;
საბანკო სექტორში კადრებზე მოთხოვნას განაპირობებს, რამდენიმე ბანკის აქტიური განვითარების პოლიტიკა, აღსანიშნავია განსაკუთრებით ბანკი კონსტანტა, რომელიც თიბისი ბანკთან კოოპერაციის შემდეგ როგორც თბილისში ასევე რეგიონებში აქტიურად აცხადებს ვაკანსიებს.
ამ პოზიციაზე მოთხოვნიით აქტიურად გამოირჩეოდა ლიბერთი
ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, კორსტანდარტბანკი;
პედაგოგებს შორის ჭარბობს ინგლისურ ენის მასწავლებლები, ბევრ მათგანზე რეგიონშია ვაკანსია გამოცხადებული, უფრო ხშირად გადამზადებელი ცენტრების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხაზით განხორციელებულ პროექტებს შორის სავაჭრო და სამედიცინო წარმომადგენლებზე მოთხოვნას ქსელური მარკეტინგით დაკავებული კომპანიები აფიქსირებენ. სამედიცინო და საერთაშორისო
კომპანიები, რომელიც საყიფაცხოვრებო პარფიუმერის გაყიდვებზე
მუშაობენ;
პროგრამისტებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, ბიზნესს კომპანიები დიდ ყურადღება უთმობენ ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში კორპორატიული პროფილების ინტეგრირებას და განვითარებას. მზარდი ტენდენცია მთელს მოსფლიოში ფიქსირდება, ანალიტიკოსების შეფასებით ამ პროფესიის ადამიანების ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება მიმტანებზე/მცხობელი/მზარეულებზე მოთხოვნას განაპირობებს ბაზარზე სხვადასხვა კვების
ობიექტების შემოსვლა ან გაფართოვება.
სხვადასხვა სფეროს ინჟინრებზე მოთხოვნა სტაბილუარდ მაღალია,
მოთხოვნა ფიქსირდება ბანკებიდან, საერთასორისო რგანიზაციებიდან
და კომპანიებიდან, სავაჭრო კომპანიებიდან.