კინო ინდური კინოს მოყვარულებისათვის-გავიხსენოთ "ბობი" 4 სექტემბერი, 15:48 დღეს, 4 სექტემბერს 72 წელი შეუსრულდებოდა ინდური კინოს ფუძემდებლის, რაჯ კაპურის ვაჟს, რიში კაპურს, რომელიც ჩვენში საკულტო მსახიობად იქცა გასულ საუკუნეში.შეგახსენებთ, მსახიობი 2020 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა კიბოთი. რაჯ კაპურის ვაჟმა 50-ზ მეტ ფილმში ითამაშა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა ფილმმა "ბობიმ" მოუპოვა, სწორედ ამ ფილმის შექმნის ისტორიას გავიხსენებთ დღეს. ინდური მელოდრამა, რომლის რეჟისორიც გახლდათ რაჯ კაპური, გამოვიდა 1973 წლის ნოემბერში. კაპურის წინა ფილმი "ჩემი სახელია კლოუნი", კომერციულად წამგებიანი გამოდგა, რის გამოც რეჟისორი ვალებში გადავარდა, ამიტომ "ბობის" გადაღება მცირე ბიუჯეტით დაიწყეს, ცნობილი მსახიობი პრანი, როლის შესრულებას სიმბოლური ფასზე, 1 რუპიაზე დათანხმდა. კინო სალაროებში შემოსული თანხის მიხედვით, ფილმმა მიიღო ბლოკბასტერის სტატუსი, გახდა წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და 1970-იანი წლების №2 ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, მას მხოლოდ "შურისძიება და კანონმა" გადაასწრო (1975 წელი) ფილმში შედგა მსახიობ დიმპლ კაპადიას დებიუტი, ხოლო რეჟისორის ვაჟმა რიში კაპურმა მეორედ ითამაშა ფილმში და პირველად შეასრულა მთავარი როლი. არნახული წარმატება ხვდა ამ ფილმს საბჭოთა კავშირში, სწორედ ამ ფილმით გაიცნო საბჭოთა მაყურებელმაც რიში კაპური, რომელიც იქცა საბჭოთა კინოგაქირავებაში ყველა დროის ერთ-ერთ პოპულარულ ფილმად იქცა, სულ ნახა 62 მილიონმა მაყურებელმა, და ყველა დროს უცხოურ ფილმების რეიტინგში #6 ადგილი დაიკავა."ბობის" პოპულარობით მხოლოდ 1951 წელს გადაღებულმა ფილმმა "მაწანწალამ" აჯობა, სადაც მამამისი რაჯ კაპური თამაშობს(მე-3 ადგილი) შენიშვნა:ფილმიდან საუნდრეკების ნახვა მხოლოდ You Tube-ზეა შესაძლებელი137 2-ს მოსწონს
|