x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ის 2500 წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ მისი გამონათქვამები დღესაც აქტუალურია

სოკრატე (ძვ. წ. აღრ. 469–399 წწ.) – უდიდესი ძველი ბერძენი მოაზროვნე, მართალია, თითქმის 2500 წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ მთელ შემდგომ ფილოსოფიაზე, უდიდესი გავლენა მოახდინა.

ის ფილოსოფიას, არა როგორც ბუნების შესწავლას, ან აბსტრაქტულ მსჯელობა უდგებოდა, არამედ, როგორც ჭეშმარიტების ძიებას, ადამიანის ქვეცნობიერში და საზოგადოებაში. ხოლო, მისი გამონათქვამები, ცხადყოფს, ფილოსოფოსის ერთგულებას ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისადმი.


image


აქ ამ უდიდესი ფილოსოფოსის ციტატებს გთავაზობთ, რომლებიც დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.


1. ადამიანებზე
«ბუნებამ 2 ყური, 2 თვალი და მხოლოდ 1 ენა იმიტომ მოგვცა, რომ ლაპარაკზე მეტი, მოვისმინოთ და დავინახოთ».

«ძლიერი გონება იდეებს (თეორიები, კონცეფციები, ახალი მიდგომები) განიხილავს, საშუალო გონება – მოვლენებს (პოლიტიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები), ხოლო, სუსტი – ადამიანებს (ჭორები, ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება და ა. შ.)»


2. სამუშაოზე
«იპოვეთ სამუშაო, რომელიც მოგწონთ და მუშაობა არასდროს მოგიწევთ».
თუ ისეთ სამუშაოს ნახავთ, რომელიც მართლაც მოგწონთ და დაებით ემოციებს განიჭებთ, მაშინ იმის შეგრძნება არ გექნებათ, რომ სამუშაოზე გატარებული ყოველი დღე – იძულებითი ძალისხმევაა.

როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც სიხარულს გვანიჭებს, ეს მომაბეზრებელ საქმიანობად აღარ გეჩვენებათ.


3. ცხოვრებაზე
«თუ იმას არ იღებთ, რაც გინდათ – იტანჯებით; მაშინაც კი, თუ იმას იღებთ, რაც გინდათ – მაინც იტანჯებით, რადგან არ შეგიძლიათ მისი სამუდამოდ შენარჩუნება. თქვენი გონება – თქვენი რთული მდგომარეობაა. მას სურს ცვლილებებისგან იყოს თავისუფალი, თავისუფალი ტკივილისგან, სიცოცხლისა და სიკვდილის ვალდებულებებისგან... მაგრამ ცვლილება – კანონია და ამ რეალობას, ვერაფერი შეცვლის».


4. ბედნიერებაზე
«ადამიანი ბედნიერებას იმიტომ კი ვერ აღწევს, რომ არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ არ იცის, ის რაში მდგომარეობს». ბედნიერი რომ იყოთ, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რას მოაქვს თქვენთვის სიხარული. ზოგჯერ, ადამიანები იმ გზას მიჰყვებიან, რომლის გავლასაც, სავალდებულოდ მიიჩნევენ, ან საზოგადოებისთვის არის მიღებული... და ავიწყდებათ, საკუთარ სურვილებზე და ღირებულებებზე დაფიქრება.


5. ფულზე
«ფულით საწოლის ყიდვა შეიძლება – მაგრამ, არა ძილის; საკვების – მაგრამ, არა მადის; წამლის – მაგრამ, არა ჯანმრთელობის; მომსახურე პერსონალის – მაგრამ, არა მეგობრების; ქალის – მაგრამ, არა სიყვარულის; სახლის – მაგრამ, არა ოჯახური კერის; გართობის – მაგრამ, არა სიხარულის; მასწავლებლის – მაგრამ, არა ჭკუის».
ფულს შეუძლია კომფორტი უზრუნველყოს. მაგრამ, ცხოვრების რეალური ღირებულება და აზრი სხვა ასპექტებშია. მაგ., როგორიცაა ჯანმრთელობა, სიყვარული, მეგობრობა, ცხოვრებით ტკბობის უნარი და გონებრივი განვითარება.


6. გამოცდილებაზე
«არავინ არის თქვენი მტერი, არავინ არის თქვენი მეგობარი. მაგრამ, თითოეული ადამიანი, თქვენს ცხოვრებაში – თქვენი მასწავლებელია».


7. მეგობრებზე
«თუ ადამიანს ცოტა მეგობარი ჰყავს, – ეს იმას ნიშნავს, რომ მას დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს».
ადამიანები, რომლებმაც მრავალი ცხოვრებისეული სიტუაცია გამოიარეს, საკუთარი გარემოს არჩევისას, უფრო გაცნობიერებულნი და მომთხოვნები ხდებიან.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 3 ტრაგიკული ფაქტი, სტალინის პირადი ცხოვრებიდან

* დაუჯერებელია! ბერმა XV საუკუნეში, მსოფლიოს დეტალური რუკა შექმნა

* არტეფაქტი, რომლის მიხედვით, შუმერული ცივილიზაცია წარღვნამდე არსებობდა

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
270
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0