x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად შეიცვალა რომ საკუთარმა თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს

image


90-იანი წლების ბოლოს ქეით ფიშერის სახელი და გვარი ბავშვმაც კი იცოდა. მოდური წვეულებებისა და ხმაურიანი საღამოების ხშირი სტუმარი, იმ წლების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და პერსპექტიულ მოდელად ითვლებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ
ის თითქოს "მიწამ ჩაყლაპა".


image

10 წელზე მეტი მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, ფიშერი ყველასდა გასაკვირად კვლავ გამოჩნდა. ყოფილი მოდელი მაღაზიაში შესვლისას პაპარაცებმა არაფხიზელ მდგომარეობაში დააფიქსირეს, რომელიც ზეწარში იყო გახვეული და საკმაოდ არაადეკვატურადაც იქცეოდა. ერთ დროს წარმატებული მოდელის ფოტოებმა სრულიად ინტერნეტმომხმარებელი შოკში ჩააგდო.


imageimage


ქეითის ერთგულმა თაყვანსმცემლებმა ერთ დროს თავიანთი სათაყვანებელი კერპი ვერც კი იცნეს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა გარემოებამ გამოიწვია მოდელის ასეთი გარეგნული გარდასახვა.


imageimage


უკვე მრავალი წელია ქეითი არც ინტერვიუებს იძლევა და არც პირად ცხოვრებაზე რაიმე სახის კომენტარს აკეთებს, მეზობლების თქმით, ის სახლიდანაც იშვითად გადის, თუმცა ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს იმის გარკვევა რომ ის ახლა თერაპევტად მუშაობს, რელიგიური თემის შეხვედრებსაც რეგულარულად ესწრება და ცდილობს სამაგალითო იუდეველი გახდეს.


imageimage


როგორც გაირკვა, ქეითმა თავისი ებრაული ფესვების შესახებ გაიხსენა, მართლმადიდებლური იუდაიზმის მიმდევარიც გახდა და სახელიც შეცვალა. ის ახლა ავსტრალიაში ციპორა მალკა ბატ ისრაელის სახელით ცხოვრობს. შესამჩნევი ცვლილებები განიცადა ყოფილი მოდელის გარეგნობამაც. დღესდღეობით, ფუმფულა 50 წლის ქალში წარმატებულ მოდელს ვერავინ ამოიცნობს. ის ძირითადად, ფართო ხალათებს ატარებს, საფოსტო ყუთის შესამოწმებლად კი საშინაო სამოსში გადის.


imageimage


წარმატებული მოდელი 1997 წლიდან მილიარდერ ჯეიმს პაკერს ხვდებოდა, რომელზეც მოგვიანებით მომღერალი მერაია ქერი დაინიშნა, ამ ურთიერთობის დასრულებიდან მალევე მოდელის კვალი უკვალოდ გაქრა, მის შესახებ ცნობები პრესაში მხოლოდ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.



imageimage








0
314
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
314