ვარსკვლავები ვარსკვლავების ყველაზე თამამი და უგემოვნო ლუქები 2023, 28 იანვარი, 18:17 წითელ ხალიჩაზე "შიშველი" კაბები ხშირად გვხვდება. ცნობილ ადამიანებში განსაკუთრებული პოპულარობით ღრმა ჭრილი და თამამი დეკოლტე სარგებლობს, ამიტომ ყურადღების მიქცევის მიზნით სელებრითებს ზოგჯერ ზომიერების გრძნობა ღალატობთ და ხშირად საზოგადოების მხრიდან დაცინვის ობიექტებიც კი ხდებიან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლების ყველაზე თამამ და უგემოვნო "ლუქებს".ლედი გაგაეპატაჟური პოპ - მომღერლის "ღირსებებს" აზღუდის დახმარება ერთმნიშვნელოვნად სჭირდება, ამიტომ თამამი ჩაცმულობის არჩევისას ლედი გაგამ სჯობს ბიუსტჰალტერის ტარებაზე არასდროს თქვას უარი.პრიანკა ჩოპრაინდოელ ლამაზმანს პრიანკა ჩოპრას ღონისძიებისთვის უფრო მოკრძალებული სამოსი უნდა შეერჩია, რადგან მისი ბიუსტი ასეთი ღრმა დეკოლტისთვის არც იმდენად შესაფერისია. ამასთან, ვარსკვლავმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთი ჩაცმულობით პოზირება მხოლოდ წელში გამართულია შესაძლებელი.ლინდსი პელასინუთუ ფუმფულა მკერდის მქონე ქალბატონეს არ შეუძლიათ შესაფერისი ზომის კაბის შერჩევა? ეს ჩაცმულობა ლინდსი პელასის მკერდს აბრტყელებს და მას არც იმდენად სასიამოვნო შესახედს ხდის.ემილი რატაკოვსკივარსკვლავს "Harper's Bazaar"-ის წვეულებაზე ისეთი ღრმა დეკოლტე ეცვა რომ მოძრაობას ძლივს ახერხებდა. მოდელის კაბა ამერიკელმა ტელეწამყვანებმაც გააკრიტიკეს და მას ვულგარული უწოდეს.კიმ კარდაშიანიეს კაბა ზუსტად ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ეს გამხდარ "Fashion Nova"-ას მოდელზეა. კიმის ფუმფულა მკერდი კი კაბაში ვერ ჩაეტია, საიდანაც ის ამოხტომას ყველა მხრიდან ლამობდა. სხვათა შორის, ჯერჯერობით უცნობია, კაბის დიზაინი ვინ ვის მოიპარა: კიმმა "Fashion Nova" -ს თუ პირიქით.ევა ლონგორია"სასოწარკვეთილი დიასახლისის" ვარსკვლავის შემთხვევაშიც ალბათ ურიგო არ იქნებოდა მას ან სტილი შეეცვალა ან მოშვებული მკრედისთვის ფორმის მისაცემად რაიმე აქსესუარი გამოეყენებინა.სარა ჯესიკა პარკერირაც შეეხება "კერი ბრედშოუს" უცნაურ ჩაცმულობას ის შეუმჩნეველი არავის დარჩენია, ხოლო მისი ვარდისფერი კაბა და კისერზე მიბჯენილი მკერდი კრიტიკოსებს შორის სერიოზული განხილვის თემადაც კი იქცა.შანინა შეიკიისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ საღამოსთვის ავსტრალიელმა მოდელმა რამდენიმე ზომით დიდი კაბა შეარჩია. გარდა ამისა, ცალკეულ ფოტოებზე, რომლებიც ინტერნეტქსელში ჯერ კიდევ იძებნება ნათლად ჩანს რომ შანინას საცვლების ჩაცმაზეც დიდად არ უზრუნვია. როგორც ჩანს, "Victoria's Secret"-ის "ანგელოზისთვის" ასეთი პროვოკაციული ჩაცმულობა ყურადღების მიქცევისთვის იყო შექმნილი.ტრეისი ელის როსინიჭიერმა მსახიობმა, მოდელმა და პროდიუსერმა ტრეისი ელის როსმა 2022 წლის "ოსკარზე" დასასწრებად წარუმატებელი "ლუქი" შეარჩია. ვარსკვლავის მოშიშვლებული მხრები იღლიების ირგვლივ კანს არც თუ სასიამოვნო შესახედაობას აძლევდა, ხოლო ბიუსტი აზღუდის პატარა ფიალებიდან ამოტყორცნას მთელი ძალით ლამობდა.ირინა შეიკიმოდელის კრემისფერი კაბა ძველ, გარეცხილ მარლას მოგაგონებდათ, რომლის ზედმეტად მოჭერილმა კორსეტმაც ტოპმოდელის მთელი "ლუქი" გააფუჭა. იმედია, საღამოს განმავლობაში შეიკი ასეთ სამოსში თავს არც ისე უხერხულად გრძნობდა.2265 1-ს მოსწონს |