x
image
თამილა გურაშვილი
"გულმა როგორ გაუძლო ამას" - რა მოხდა თბილისის ავტობუსში
image “გულმა როგორ გაუძლო ამას - თბილისის ავტობუსში ამას თუ შევესწრებოდი ვერ წარმომედგინა.


ბევრ ჩვენთაგანი საინტერესო, სახალისო, უცნაურ ან ამაღელვებელ ისტორიას შესწრებია ცხოვრებაში, რადგან ცხოვრება ყოველწუთას რაღაცას გვასწავლის ან გამოცდას გვიწყობს.


სწორედ რომ დღეს, თბილისში და თან ავტობუსში, შევესწარი მსგავს სიტუაციას, რომელმაც ჯერ ამატირა, შემდეგ დამაფიქრა, ბოლოს კი გამაბედნიერა.

მინდა ჩემი ემოციები გადმოგცეთ ამ პატარა ამბის მოყოლით და მცირედი პოზიტივი შევიტანო თქვენს ცხოვრებაში და იქნებ ამან მცირედით მაინც შეცვალოს უკეთესობისკენ ჩვენი გარემო.



წლებია, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ და ყოველთვის მესმოდა და მესმის კონტროლიორების შესახებ, რომლებიც ძალიან მკაცრები და უგულოები არიან (მეც ხშირად შემხვედრია ასეთი და ბევრ რთულ სიტუაციასაც შევსწრებივარ მათი მონაწილეობით, მაგრამ ჩემი ამბავი განსხვავებულია).


დილით 9 საათისთვის სამსახურში ავტობუსით მიწევს ხოლმე წასვლა. დღესაც ჩვეულებროვად გაჩერებაზე ვიდექი და ჩემ ავტობუსში ავედი, რომელმაც საცობების გამო 10 წუთი დააგვიანა და დღის განწყობა სრულიად შემიცვალა.

ავტობუსში ასვლისთანავე შევამჩნიე ბებო, რომელსაც კალთაში დიდი ხელით შეკერილი ნაჭრის ტომარა ედო და შიგ არც ისე ბევრი რაღაც ელაგა, ამ ბებომ რატომღაც ჩემზე დადებითად იმოქმედა, რადგან ეტყობოდა რომ უბრალო და ძალიან კეთილი ადამიანი ჩანდა.


შემდეგ გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვიდა და მკაცრი ხმით ბილეთები მოითხოვა, რადგან ამ გაჩერებაზე არავინ ამოსულა მის გარდა. ყველამ ვაჩვენეთ ბილეთები, მაგრამ ბებოს სამწუხაროდ ბილეთი არ აღმოაჩნდა და ცრემლმორეული ხმით უპასუხა, რომ უკან დაბრუნებისას ორივე გზისას გადიახდიდა, ამაზე ახალგაზრდა კონტროლიორი ბიჭი დაინტერესდა, სად მიდიოდა ან როგორ გადაიხდიდა უკან დაბრუნებისას. ბებომ კი უპასუხა:



"შვილო, ჩურჩხელები მიმაქვს გასაყიდად, ჩემ ეზოში მოყვანილი ყურძნის ბადაგით და ჩემი ეზოს კაკლით გავაკეთე ჩემი ობოლი შვილიშვილებისთის, რომ ზამთარში ტკბილი ჰქონოდათ, ახლა კი ძალიან გამიჭირდა( თან ცრემლები მოსდიოდა ღაპაღუპით), პენსია და დახმარება წამლებში და საკვებში დამეხარჯა, ახალ წელს კი ბავშვებისთვის შეიძლება საჭმელიც ვერ გავაკეთო და იძულებული ვარ ჩურჩხელები გავყიდო, მცირედი რამის შეძენა რომ მაინც შევძლო."



ამის გაგონებისას ავტობუსში მყოფებს ყველას ცრემლები წამოგვივიდა და ბებოსთან ერთად ჩვენც ავტირდით, მაგრამ ყველაზე მეტად ემოციებს კონტროლიორი ვერ მალავდა და ის ჩვენზე მეტად განიცდიდა, არაცრემლით, არამედ საქციელებით, მაშინვე ჰკითხა, რამდენად აპირებდა გაყიდვას და რამდენი ჰქონდა, ბებომ კი უპასუხა რომ 30 ჩურჩხელა ჰქონდა და 2 ლარად აპირებდა თითოს გაყიდვას.



ამის თქმის თანავე ბიჭმა საფულე ამოიღო და ფულის დათვლა დაიწყო, ალბათ ექნებოდა 70-80 ლარი და 60 ლარი ბებოს გაუწოდა, ბებო ცივ უარზე იყო, მაგრამ ბიჭის გულწფელობამ და დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა. გამოართვა ბებოს ჩურჩხელები, დაახლოებით 20 ცალი მგზავრებს დაგვირიგა, 10 კი ბებოს ტომარაში დაუტოვა და სთხოვა, რომ მისგან საჩუქრად შვილიშვილებისთვის წაეღო.



ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი იყო ბებო და მათ შორის ჩვენ, ყველაფერი იმის შემდეგ, რაც იქ ვნახეთ. ჩემმა გულმა როგორ გაუძლო ამას არ ვიცი, ამიტომაც პირველ რიგში ვიყოთ ადამიანები და დავფიქრდეთ იმაზე, რასაც ცხოვრება გვაჩვენებს." - წერს სოციალურ ქსელში მაია ბერიძე



0
450
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0