x
მეტი
  • 07.10.2024
  • სტატია:137474
  • ვიდეო:351968
  • სურათი:511386
„ელასტიკების ჩაცმის გამო დედაჩემი და ჩემი და გამლახავენ, თორემ ბალეტსაც ვიცეკვებდი“ - დათო ლიკლიკაძე
image

.

იმერელი მსახიობი, ტურისტული გიდი და ჟურნალისტი, ქუთაისის კოლორიტი დათო ლიკლიკაძე ჩვეულ ფორმაშია და სახალისო ისტორიების გაზიარებას აგრძელებს. ის მორიგ იუმორნარევ პოსტს აქვეყნებს სოციალური ქსელის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. პოსტს როგორც ყოველთვის უამრავი რეაქცია, მოწონება და კომენტარი მოჰყვა.

.


გთავაზობტ მის პოსტს უცვლელად:

“ცეკვასაც ვიხდენ, სიმღერასაც. უბრალოდ ელასტიკების ჩაცმის გამო დედაჩემი და ჩემი და გამლახავენ თუ არა ბალეტსაც ვიცეკვებდი. ბოლომდე უნდა ჩავაგდო შოკში საზოგადოება. არადა რამდენი ხანია დავადგი თვალი რახმანინოვსაც და ჩაიკოვსკისაც.~~ - აღნიშნავს დათო ლიკლიკაძე.

,

ყველა მიცნობს, როგორც მხიარულ ადამიანს. მეგობრები ხშირად მეუბნებიან: იუმორით სავსე კი ხარ, მაგრამ ალბათ, გულით სევდას ატარებო. მინდა გითხრათ, გულით არანაირ სევდას არ ვატარებ. სევდიანი რომ ვიყო, ძალით ვერ გავიცინებდი და ვერც გულწრფელი ვიქნებოდი. ვფიქრობ, კარგ ხასიათს ბევრი კარგი ხასიათი მოსდევს, ცუდს კი – ცუდი. მე კი მინდა, სულ კარგ ხასიათზე ვიყოთ მეც და ჩემ გარშემო ყველა. 47 წლის ვარ და მინდა, წინ ბევრი სასიამოვნო წელი მქონდეს, სულ კარგ ხასიათზე ვიყო და ეს განწყობა სხვებსაც გადავდო. ხანდახან რომ ვამბობ, ბედნიერი ვარ-მეთქი, ამის თქმისაც კი მეშინია. ამის გამო რამე სამაგიერო ხომ არ უნდა გავიღო-მეთქი – ამის შიშები დამეწყო (იცინის).

.

ქუთაისში, საფიჩხიაზე დავიბადე და გავიზარდე. 90-იან წლებში ამ უბანში, ერთ ოჯახზე ორი ქურდი მოდიოდა. საბჭოთა კავშირის ქურდების 80 პროცენტი ქართველი იყო, ამ ქართველთაგან უმეტესობა – ქუთაისელი და კიდევ უმეტესობა – საფიჩხიელი. ბევრს ვიცნობდი და მათ ოჯახებთანაც მქონდა შეხება. მიუხედავად ამისა, ქუთაისში ყველა დაგიდასტურებთ, რომ არანაირ ქურდულთან მისწრაფება მე არ მქონდა, მაგრამ ამათ წიაღში გავიზარდე და საკმაოდ პატივს ვცემ მათ ოჯახებს და ცოლებს. ფიზიკურად ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ, ვინ გამალახიებდა მე თავს ან სკოლაში და ან უბანში (იცინის), ამიტომ, თავაც რომ არ გავლახულიყავი, ჩემი მიდგომით, იუმორით და ქურდული სამყაროს ოჯახებთან კარგი ნაცნობობა-მეზობლობით კი გავდიოდი ფონს. – აღნიშნავდა დათო ლიკლიკაძე ჟურნალ თბილისელებთან ინტერვიუს დროს.

0
88
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0