პოლიტიკა ტრამპი პირობას დებს,რომ გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოში მიმდინარე ომებს დაასრულებს 31 აგვისტო, 18:06 დონალდ ტრამპის მორიგი პირობაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოში მიმდინარე ომებს დაასრულებს. რესპუბლიკელების კანდიდატმა ამის შესახებ პენსილვანიაში გამოსვლის დროს განაცხადა.
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „საზღვარგარეთ მიმდინარე ომებს“ დაასრულებს. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში ქვეყნის მთავრობაში კორუფციას დაამარცხებს. „ერთად ვიბრძვით ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებისთვის, საზღვარგარეთ დავასრულებთ დაუსრულებელ ომებს. ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა დავამარცხოთ კორუფცია მთავრობაში, აღვადგინოთ სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. „ჩვენ მოვიგებთ პენსილვანიაში. ჩვენ დავამარცხებთ ამხანაგ კამალა ჰარისს. ნახეთ? ნახეთ ის გუშინ საღამოს? ფიქრობთ, რომ ის შეძლებს პრეზიდენტობას? არ ვიცი, არ მგონია. ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ დავიბრუნებთ თეთრ სახლს. ჩვენ ამ ქვეყანას უფრო დიდებულს გავხდით, ვიდრე ოდესმე ყოფილა. და ყველა, ვინც დღეს აქ არის, არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური მოძრაობის ნაწილი“, – განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. 105 2-ს მოსწონს
|