პოლიტიკა ბაიდენი უკრაინას იარაღს მიაწვდის, მაგრამ მისი "ნატოში" გაწევრიანება არ სურს 4 ივნისი, 20:37 ![]() ინტერვიუს დროს ბაიდენმა ვრცლად ისაუბრა საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგზე, ჩამოაყალიბა საკუთარი შეხედულებები ჩინეთზე, ტაივანზე, უკრაინასა და ისრაელზე, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა მისი მოსაზრება უკრაინაზე.მან აღნიშნა, რომ არ არის მზად მხარი დაუჭიროს უკრაინის "ნატოიზაციას". კითხვაზე, როგორ გამოიყურება მშვიდობა უკრაინაში, ბაიდენმა განაცხადა, რომ მშვიდობა ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთი ვერასოდეს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას. „მშვიდობა ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთი ვერასოდეს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას. ეს არ ნიშნავს ნატოს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნატოს ნაწილს წარმოადგენენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება მათთან ურთიერთობა, როგორც სხვა ქვეყნებთან, ვისაც ჩვენ ვაწვდით შეიარაღებას, რათა მათ მომავალში თავის დაცვა შეძლონ. სხვათა შორის, მე ადრეც მითქვამს, რომ არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას“, - აღნიშნა ბაიდენმა. 135 3-ს მოსწონს
|