ქალი და მამაკაცი "ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს?" - გალაკტიონის სასიყვარულო წერილი 2024, 31 აგვისტო, 16:04 ![]() დღეს გთავაზობთ 110 წლის წინ წინანდელ წერილს, რომელიც გალაკტიონმა ოლღა ოკუჯავას გაუგზავნა. "ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა!.. ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს? დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე... მაშინ შემიყვარებდნენ. მე კი ისე პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ... მაგრამ არაფერია, "Мы еще повоюем" (ჩვენ კიდევ წავიბრძოლებთ - ი.ხ.). შენ ის მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? ... მომწერე, ოლკინ, რანაირად და რისთვის გიყვარვარ... რას იზამ ოლკინ, მე რომ მოვკვდე? მაგალითად მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე გალონი. მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ? მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში, ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით... მოკვდა გალონი ძაღლივით. რაც იზამ ჩმოკლინ? იტირებ თუ არ იტირებ? ჩემო ძვირფასო, ერთადერთო მეგობარო, ერთადერთო ნუგეშო"... 31 აგვისტო, 1914 წ. ქუთაისი ![]() გალაკტიონმა და ოლიამ ამ წერილის გაგზავნიდან ორი წლის შემდეგ იქორწინეს-2016 წლის 23 აგვისტოს. ![]() დეპორტირებული იყო ორიოლის ოლქში. 1937 წელს გალაკტიონმა ოლღას ლექსი „უკანასკნელი მატარებელი“ მიუძღვნა. 1941 წლის სექტემბერი სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, ხოლო სამ დღეში ის 157 პოლიტ-პატიმართან ერთად დახვრიტეს ქალაქ ორიოლთან, მედვედის ტყეში. 1956 წლიდან ხრუშჩოვის მთავრობამ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 1957 წლის დეკემბერში გალაკტიონ ტაბიძეს შეატყობინეს, რომ ოლღა ოკუჯავა რეაბილიტირებულია, თუმცა პოეტს მისი დახვრეტის შესახებ არაფერი უთხრეს. მთავარ ფოტოზე:გალაკტიონი და ოლღა-1919 წელი. 82 3-ს მოსწონს
|