x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"ირანის შაჰმა სტალინის წინაშე მუხლი მოიყარა" - რატომ მოიქცა ის ასე და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე საბჭოთა ლიდერს

image


1943 წელს მოკავშირე სახელმწიფოთა ლიდერების - იოსებ სტალინის, ფრანკლინ რუზველტისა და უინსტონ ჩერჩილის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. სწორედ თეირანში გადაწყდა მეორე ფრონტის გახსნის საკითხი, თუმცა შეხვედრა მხოლოდ ამ მოვლენით დასამახსოვრებელი არ გამხდარა.



ახალგაზრდა შაჰი


image


1920-იან წლებში სპარსეთის ხელისუფლებაში რეზა ფეჰლევი მოვიდა. მან თავისი მმართველობის პერიოდში გაიყვანა ტრანსირანული რკინიგზის ხაზი, დაარსა თეირანის უნივერსიტეტი. ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით ებრძოდა ფეოდალური ხანების სეპარატიზმს. გაატარა მთელი რიგი რეფორები სასამართლო, სამხედრო და განათლების სფეროში, ცდილობდა პოლიტიკური სუვერენიტეტის და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას სცადა უარი ეთქვა დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-სთვის მათი ჯარების ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებაზე, რის გამოც მოკავშირეთა მიერ იძულებული გახდა ტახტზე უარი ეთქვა, თუმცა მანამდე მისი მმართველობის პერიოდში სპარსეთი ირანი გახდა.


image


ამ დროს ქვეყანა უფრო მეტად გახდა ევროპაზე ორიენტირებული, ამასთან ირანს გერმანიასთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა, ქვეყანა მისგან სამედიცინო აღჭურვილობასაც კი იღებდა, ირანში იმ პერიოდში ჯანდაცვისა და განათლების სფეროში გერმანელი სპეციალისტებიც კი მუშაობდნენ. შაჰმა ერთგვარი ახალგაზრდული მოძრაობაც კი ჩამოაყალიბა "ჰიტლერიუგენდის" მსგავსი. ომის დასაწყისისთვის გერმანიასთან მჭიდრო კავშირები იყო დამყარებული. გერმანულმა აგენტურამ ფაქტიურად ირანის ყველა სფეროში შეაღწია. შაჰმა თავისი ნეიტრალიტეტი სსრკ-სთან და მოკავშირეებთან მიმართებაში დაადასტურა, თუმცა აშკარა იყო რომ ეს პოზიცია სანდო არ იყო. 1941 წლის შემოდგომაზე ირანში ოპერაცია "თანხმობა" ჩატარდა, სადაც მონაწილეობა სსრკ-მ და დიდმა ბრიტანეთმა მიიღეს.


image


გერმანელები ყველა სახელისუფლებო რგოლიდან მოაშორეს, ხოლო თავად რეზა ფეჰლევი იძულებული გახდა ტახტიდან შვილის მუჰამედის სასარგებლოდ გადამდგარიყო. 1943 წელს თეირანი უსაფრთხო ადგილად ჯერ კიდევ არ ითვლებოდა.




თეირანში ჩასვლა


image


მონაწილე ქვეყნების ლიდერები ყველაზე უსაფრთხო ადგილებში - მათი ქვეყნების საელჩოებში დაბინავდნენ. რუზველტი და ჩერჩილი ჩასვლისთანავე მხოლოდ თავიანთი საელჩოების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ახალგაზრდა შაჰი დიდხანს ელოდა ბრიტანეთისა და ამერიკის ლიდერებთან შეხვედრის თანხმობას. არსებობს შაჰის ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტოებიც, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ არ გრძნობდა მუჰამედი მის გვერდით თავს კომფორტულად. საბჭოთა ლიდერი კი საკუთარი კოლეგებისგან განსხვავებით უფრო უშუალოდ იქცეოდა, როდესაც მუჰამედი ტახტზე ავიდა, მან ინტერესი საბჭოთა კავშირისა და წითელი არმიის მიმართ გამოხატა, სტალინმა ამის შესახებ იცოდა.


image


ბრიტანელები და ამერიკელები ახალგაზრდა ლიდერში თავიანთ "მარიონეტს" ხედავდნენ და ამიტომაც სათანადოდ იქცეოდნენ. ირანში საბჭოთა დელეგაციის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი ალექსანდრე გოლოვანოვი იყო, როგორც მისი მოგონებებიდან ირკვევა სსრკ საელჩოში ირანელმა დიპლომატმა დარეკა. მას აინტერესებდა შეძლებდა თუ არა საბჭოთა ლიდერი ირანელი შაჰის მიღებას. მას უპასუხეს: "და როდის გამონახავს შაჰი დროს და შეძლებს იოსებ ბესარიონის მასპინძლობას?"



შეხვედრა სასახლეში


image


სამი ცენტრში, მარცხნიდან მარჯვნივ - სტალინი, შაჰი მუჰამედი, მოლოტოვი


საუბრის შემდეგ საბჭოთა ლიდერი და მოლოტოვი შაჰის სასახლისკენ გაემართნენ. სტალინს საგულდაგულოდ იცავდნენ, ხოლო სასახლისკენ მიმავალ გზას საბჭოთა სამხედროები აკონტროლებდნენ. მოწმეების აღწერით, კერძოდ კი, საბჭოთა კავშირის გმირის გ.ა. ვართანიანის თქმით, შაჰი მუჰამედი სტალინის დანახვისთანავე მისკენ გაემართა, მუხლი მოიყარა და სურდა ხელზე მთხვეოდა, თუმცა "ერის მამამ" მუჰამედი შეაჩერა. ალექსანდრე გოლოვანოვის მოგონებებიდან: "გრძელი საუბარი იყო, სტალინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუმარმა პატივი უნდა სცეს მასპინძელს, მოინახულოს ის და მადლობა გადაუხადოს".


image


მუჰამედი მფრინავი იყო, ამიტომ სტალინმა იცოდა ახალგაზრდა ლიდერისთვის რა უნდა ეჩუქებინა - რაღა თქმა უნდა, მსუბუქი თვითმფრინავი. საბჭოთა ლიდერი შაჰს დაჰპირდა, რომ მას ძალაუფლების განმტკიცებაში დაეხმარებოდა, მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევს სტალინმა ასევე ირანის არმიისთვის და სამხედრო სპეციალისტებისთვის თვითმფრინავების საკითხში დახმარებაც აღუთქვა. ამ ჟესტის წყალობით 1979 წლამდე სსრკ-სა და ირანს შორის კარგი მეგობრული ურთიერთობა იყო.












0
784
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
784