x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138518
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512181
"ჩემგვა­რი კაცი განა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს უყ­ვარ­დეს?" - გალაკტიონის სასიყვარულო წერილი
image

პოეზიის მეფედ აღიარებული გალაკტიონი 20 წლის იყო, როდესაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ქალი გაიცნო. მათი შეხვედრა 1912 წელს შემთხვევით მოხდა — ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალმა გალაკტიონმა და მისმა ნათესავმა ტიციან ტაბიძემ ქუჩაში მარტო მომავალი გოგონა შენიშნეს. ეს იყო ძველი ბოლშევიკების მიხეილ და ვასილ ოკუჯავების და, სოციალისტური ხელისუფლებისთვის მებრძოლი ოლია ოკუჯავა. იგი გალაკტიონზე უფროსი იყო, ლამაზიც არ ეთქმოდა, მაგრამ მათ ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდათ (ამავე 1912 წელს, ოლიასთან შეხვედრამდე, გალაკტიონი მერი შერვაშიძეს ეტრფოდა, ლექსებსაც უძღვნიდა, თუმცა მათ ურთიერთობა არ ჰქონიათ).


დღეს გთავაზობთ 110 წლის წინ წინანდელ წერილს, რომელიც გალაკტიონმა ოლღა ოკუჯავას გაუგზავნა.


"ოლ­კინ, მი­თხა­რი, გიყ­ვარ­ვარ ძვე­ლე­ბუ­რად? მე მგო­ნია, არა!.. ჩემგვა­რი კაცი განა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს უყ­ვარ­დეს? და­დე­ბი­თად ძლი­ე­რი ჩემ­ში არა­ფე­რი არ არის. რომ ვიყო ბა­ი­რო­ნი, ლერ­მონ­ტო­ვი, გი­ო­ტე... მა­შინ შე­მიყ­ვა­რებ­დნენ. მე კი ისე პა­ტა­რა და დაწ­ვრილ­მა­ნე­ბუ­ლი კაცი ვარ... მაგ­რამ არა­ფე­რია, "Мы еще повоюем" (ჩვენ კი­დევ წა­ვიბ­რძო­ლებთ - ი.ხ.). შენ ის მი­თხა­რი, გიყ­ვარ­ვარ ძვე­ლე­ბუ­რად? ... მომ­წე­რე, ოლ­კინ, რა­ნა­ი­რად და რის­თვის გიყ­ვარ­ვარ... რას იზამ ოლ­კინ, მე რომ მოვ­კვდე? მა­გა­ლი­თად მოვ­კვდი და აღა­რაა ქვე­ყა­ნა­ზე გა­ლო­ნი. მოკ­ვდა სა­წყა­ლი გა­ლო­ნი და და­ა­საფ­ლა­ვეს. რას იზამ მა­შინ? მოხ­და ისე, რომ მე მოვ­კვდი სა­დღაც შორს, ცივ ქვე­ყა­ნა­ში, ან მოვ­კვდი სა­ზი­ზღა­რი და სა­მარ­ცხვი­ნო სიკ­ვდი­ლით... მოკ­ვდა გა­ლო­ნი ძაღ­ლი­ვით. რაც იზამ ჩმოკ­ლინ? იტი­რებ თუ არ იტი­რებ? ჩემო ძვირ­ფა­სო, ერ­თა­დერ­თო მე­გო­ბა­რო, ერ­თა­დერ­თო ნუ­გე­შო"...



31 აგ­ვის­ტო, 1914 წ. ქუ­თა­ი­სი

image

გალაკტიონმა და ოლიამ ამ წერილის გაგზავნიდან ორი წლის შემდეგ იქორწინეს-2016 წლის 23 აგვისტოს.

image

1929 წელს ოლღას ტროცკიზმში დასდეს ბრალი, მიესაჯა გადასახლება სამი წლის ვადით, რომელიც მან უზბეკეთში გაატარა და საქართველოში 1932 წელს დაბრუნდა. ოლღა ოკუჯავა მეორედ დააპატიმრეს 1936 წლის 11 ნოემბერს.


დეპორტირებული იყო ორიოლის ოლქში. 1937 წელს გალაკტიონმა ოლღას ლექსი „უკანასკნელი მატარებელი“ მიუძღვნა.


1941 წლის სექტემბერი სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, ხოლო სამ დღეში ის 157 პოლიტ-პატიმართან ერთად დახვრიტეს ქალაქ ორიოლთან, მედვედის ტყეში.


1956 წლიდან ხრუშჩოვის მთავრობამ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 1957 წლის დეკემბერში გალაკტიონ ტაბიძეს შეატყობინეს, რომ ოლღა ოკუჯავა რეაბილიტირებულია, თუმცა პოეტს მისი დახვრეტის შესახებ არაფერი უთხრეს.


მთავარ ფოტოზე:გალაკტიონი და ოლღა-1919 წელი.

1
80
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
80
  
0 1 1