x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვხედავ თვითლიკვიდაციას, ეს ძალიან საფრთხილოა!"- ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბქუგვერდზე ვრცელდება მისი სამი - 2009 წლის 2 ივნისის, 2010 წლის 2 თებერვლისა და 2010 წლის 29 აპრილის ჩანაწერები, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:


"????მეგობრებო,


მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, შეგახსენებთ სამ ადრინდელ ჩანაწერს ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველებებიდან.


‼️ეს ჩანაწერები წარსულში გამოქვეყნებულია როგორც მის საავტორო გაზეთში, ისე სხვადასხვა წლებსა და სხვადასხვა ენებზე გამოცემულ წიგნებში "ახალი სიტყვა".




????2009 წელი, 2 ივნისი



მომავალში მოდის ნამდვილად ანგარიშგასაწევი, ძლიერი და ნიჭიერი ოპოზიცია. ქუჩობანა დამთავრდება. ყველაფერი გადაწყდება მთავრობასა და პარლამენტში და ოპოზიცია საკუთარ ძალას დაანახვებს ქართველ ხალხს. ყველაფერი გადაწყდება დემოკრატიულად.


ვხედავ, ბინძურ თამაშებს ვეღარ ექნება ადგილი და მოქმედების საშუალება ქართულ პოლიტიკაში. პარტიები გაიცხრილება. ვხედავ მათ თვითლიკვიდაციას, რასაც მთავრობაც ხელს შეუწყობს.


როგორც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, დარჩება ორი პარტია, რომლებიც საქართველოს სჭირდება. დიახ, ორი პარტია და არა ოცი. საქართველოს არ სჭირდება ამდენი პარტია და პრეზიდენტობის ამდენი მაძიებელი. არც ხალხი დაიბნევა და არც ჩვენი მოკავშირე ქვეყნები.


ამის თაობაზე, ვხედავ, მომავალში კანონიც გამოვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და უპირველესად კი სიწყნარესა და მშვიდობას.


ამ პროცესებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართულ პოლიტიკაში.


❗️ეს კანონი ბევრ უარყოფით დარტყმას ააცილებს ჩემს პატარა საქართველოს.


❗️ეს კანონი შეეხება ყველას, ვისაც კავშირი ექნება პოლიტიკასთან, განსაკუთრებით, ანალიტიკოსებსა და პოლიტოლოგ-ექსპერტებს, ვინაიდან ხალხი ისმენს მათ ინფორმაციებს და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. ეს ყოველივე ძალიან საფრთხილოა!


იდეოლოგია – ეს არის ომის მოგება და წაგებაც, ქვეყნის გადარჩენაც და დაღუპვაც.


დაფიქრდით!



????2010 წელი, 2 თებერვალი



მინდა შეგახსენოთ 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება. მაშინ ვიწინასწარმეტყველე, საქართველოში ორი პარტია დარჩება-მეთქი.


ამ ორ პარტიაში ვხედავ ნამდვილ პატრიოტ ქართველებს, რომელთა გონივრული პოლიტიკური ნაბიჯები სრულად წარმოაჩენს ჩემს საქართველოს მსოფლიო პოლიტიკაში.


ერთი სამთავრობოა, მეორე კი ოპოზიციური.


ვხედავ, აქ უცოდინრებისა და უქნარების ადგილი აღარ იქნება. პოლიტიკურ სფეროში მოხვედრა უკვე ძალიან ძნელი გახდება. საჭირო იქნება, აკმაყოფილებდე ცოდნის სტანდარტებს.


ვხედავ, წარსულს ჩაბარდება დრო, როცა ყველა პოლიტიკაში ყოფდა ცხვირს. პოლიტიკა ნამდვილ პოლიტიკოსებს დაეთმობათ და ასეთი სახელმწიფო იმდენად გაძლიერდება, რომ რუსეთის მსგავსი ქვეყანა ვერ მოერევა.


შადიმანები და ორპირები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ მომავალში მათ კოსმოსი ქართულ პოლიტიკაში ცხვირსაც კი არ შეაყოფინებს.


ყველა პროცესი შეუქცევადია და არ არსებობს ძალა, რომ შეაჩეროს იგი. ქართული პოლიტიკა იხვეწება, იწმინდება და საქმის მცოდნე ადამიანები – ნამდვილი პოლიტიკოსები იკავებენ ადგილს.


ძალიან ბევრი რამ შეიცვლება და ქართველები, ანუ მთელი საქართველო, ამოისუნთქებს. ყველა დაინახავს, რომ ქართული პოლიტიკა მართლაც ძლიერია, ურყევია და ქართული სახელმწიფოსთვის ძლიერი დასაყრდენი ბაზაა.


????2010 წელი, 29 აპრილი




მოდის ის დრო, როცა სოკოებივით აღმოცენებული პარტიები სწრაფად გაქრებიან. მათ თვითონ ხალხი უარყოფს.


ისეთი ტალღა წამოვა ხალხის მხრიდან, რომ ამას ვერაფერი დაუდგება წინ.


უფრო მეტიც, შეიქმნება სახალხო ჯგუფი, რათა ოფიციალურად შეიტანონ პარლამენტში მოთხოვნა მრავალპარტიულობის გაუქმების თაობაზე და ეს იქნება მთელი საქართველოს მოთხოვნა.


ხალხი დაიღალა იმ პოლიტიკით, რომელსაც ჰქვია „არაფერი“.


ხალხი დაიღალა!


მათი ფსიქიკა ვეღარ უძლებს, რომ ამდენ დაპირებას შედეგად არაფერი მოსდევს..."- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე.


0
943
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
943