ბეკჰემების ოჯახში მიღებულია, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე აკეთებენ იმას, რაც მათ მოსწონთ. მაგალითად, უფროსმა ვაჟიშვილებმა ფეხბურთის თამაში ფეხის ადგმისთანავე დაიწყეს. ახლა ჯერი უმცროს გოგონაზე მიდგა. პატარა ჰარპერის დედიკო ფიქრობს, რომ წელი და სამი თვე, სრულიად საკმარისი ასაკია საიმისოდ, რომ ბავშვმა ცეკვის სწავლა დაიწყოს.
ვიქტორიამ ქალიშვილი საცეკვაო სკოლაში უკვე ჩაწერა. ჰარპერი ძალიან აქტიური გოგონაა, რომელსაც ენერგიის დახარჯვა აუცილებლად სჭირდება. ამას გარდა, დედამისმა მასში უკვე შეამჩნია ცეკვისადმი დიდი მიდრეკილება. ვიქტორია დარწმუნებულია, რომ მისი პაწია პრინცესა, სკოლის სემესტრულ კონცერტებზე ბრწყინვალე
ფორმაში იქნება.
„სფაის გერლზის“ ყოფილი სოლისტი, თავადაც ადრეული
ასაკიდანვე ეზიარა ცეკვის ხელოვნებას. ცნობილია, რომ ის ცოტა გულნატკენია იმის გამო, რომ საყვარელი მეუღლე, ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი ცეკვის ნიჭით დიდად არ გამოირჩევა...