საზოგადოებრივი ისტორიის ყველაზე დიდი ტყუილები და შუმერული ფირფიტების მამხილებელი ჩანაწერები 13 სექტემბერი, 9:04 მომავალი თაობებისთვის, ღმერთების კარნახით ჩაწერილი, შუმერული ფირფიტების ანალიზი, ნათლად აღწერს, თუ როგორ გაჩნდა ჩვენი სამყარო და დედამიწა. ამ ჩანაწერების საშუალებით, დედამიწის და კაცობრიობის ისტორიის ახლიდან დაწერა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რაც რა თქმა უნდა მეცნიერებს არანაირად არ აწყობთ. დედამიწაზე განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია კი ასეთია: 4.6 მლრდ. წლის წინ – მზის სისტემა ჩაისახა 4 მლრდ. წლის წინ – გაჩნდა მთვარე 500 ათასი წლის წინ – კატასტროფა მოხდა ნიბირუზე. 445 ათასი წლის წინ – ნიბირიელების პირველი დაშვება დედამიწაზე, ოქროს მოსაძებნად, რომელსაც მათი პლანეტის გადარჩენა შეეძლო. მათ პირველ დასახლებას დედამიწაზე – ერიდუ, ანუ "შორეული სახლი" დაარქვეს. სწორედ აქედან წამოვიდა ჩვენი პლანეტის სახელიც – Erde, Earth. 300 ათასი წლის წინ – ნიბირიელთა გენების და ადგილობრივი მაიმუნის გენების შერევის გზით, ახალი არსება – ადამიანი შეიქმნა. ისტორიის ყველაზე დიდი ტყუილი, სწორედ ადამიანის გაჩენის ისტორიაა. ადამიანი, მაიმუნისგან, ბუნებრივი შერჩევის გზით არ შექმნილა! მრავალი ადამიანის დნმ-ის ტესტები ადასტურებს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი საერთო წინაპარი გვყავდა და ის პლანეტაზე 300 ათასი წილის წინ, აფრიკაში გაჩნდა. 100 ათასი წლის წინ – დათბა და იმავე პერიოდში, უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ადამიანებსა და ნიბირუდან ჩამოსულ ანუნაკებს შორის – შერეული ქორწინების შედეგად, ადამიანთა ახალი რასა შეიქმნა. 75 ათასი წლის წინ – დედამიწაზე გამყინვარება დაიწყო და ადამიანის დეგრადაცია მოხდა. 49 ათასი წლის წინ – ღმერთებმა კაცობრიობის განადგურება გადაწყვიტეს, რადგან ანუნაკის შთამომავლებმა და პირველმა ადამიანებმა, გახრწნა დაიწყეს და მათდამი პატივისცემა დაივიწყეს. 11 ათასი წლის წინ – ღმერთებმა დედამიწაზე წარღვნა მოაწყვეს, რომ ადამიანები ამოეწყვიტათ. თუმცა, ადამიანების ნაწილმა, კიდობნის წყალობით, გადარჩენა შეძლო – ისინი ღმერთმა ენქიმ გააფრთხილა... და ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ ადამიანებისთვის, მეორე შანსი მიეცათ. 10 ათასი წლის წინ – წარღვნის შედეგები აღმოიფხვრა და გიზის პლატოზე, პირამიდები აშენდა (ზოგიერთი კვლევის თანახმად, პირამიდები წარღვნის დროს, უკვე არსებობდა). ძვ. წ. აღრ. 7400 წ. – ნეოლითი, ნახევარღმერთების მმართველობა ეგვიპტეში. ძვ. წ. აღრ. 3800 წ. – შუმერული ცივილიზაციის აღზევება. ძვ. წ. აღრ. 3450 წ. – ენების აღრევა. ძვ. წ. აღრ. 3100 წ. – ნილოსის ხეობის ცივილიზაციის აღზევება. ძვ. წ. აღრ. 2800 წ. – ინდის ხეობაში ცივილიზაციის აღორძინება. ამრიგად, ღმერთებმა ადამიანებს დედამიწის 3 რეგიონი მისცეს. ხოლო მეოთხე, – სინის ნახევარკუნძული, თავისთვის დაიტოვეს. ძვ. წ. აღრ. 2400 წ. – აქადის იმპერიის აყვავების ხანა. ძვ. წ. აღრ. 2024 წ. – მარდუქმა (ერთ-ერთი ღმერთი, ღმერთების შუმერულ პანთეონში) ხელში ჩაიგდო ძალაუფლება დედამიწაზე და კაცობრიობის მართვა დაიწყო. ძვ. წ. აღრ. 2000 წ. – ბაბილონის აღზევება, მარდუქის ხელმძღვანელობით. მან ისტორია გადაწერა, თავი უზენაეს ღვთაებად გამოაცხადა და ბაბილონელებისთვის ახალი რელიგია შექმნა. მარდუქმა დედამიწაზე, ერთადერთი ღმერთის სახელი დაიმკვიდრა და ყველა სხვა ღმერთი, დავიწყებას მისცა... სწორედ ის არის იმ ღმერთის პროტოტიპი, რომელზეც ბიბლიაშია საუბარი. ძვ. წ. აღრ. 8 670 წ. – ომი პირამიდებთან მარდუქის, დედამიწის გარდა, კოსმოსური პორტალებიც რომ არ დაეპყრო, მას სხვა ღმერთები დაუპირისპირდნენ და გაანადგურეს. მასთან ომს სოდომი და გომორი შეეწირა. სავარაუდოდ, ეს ქალაქები, ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგად განადგურდა.
ძვ. წ. აღრ. 1800 წ. – ჩინეთის აღორძინების ხანა. ძვ. წ. აღრ. 1433 წ. – ბიბლიური გამოსვლა. ღმერთებმა დედამიწა ძვ. წ. აღრ. 556 წ. დატოვეს, როდესაც ნიბირუ, ბოლო ჯერ დაუახლოვდა დედამიწას. პირველად, მრავალი ათასწლეულის მანძილზე, ადამიანი თავისი შემქმნელების გარეშე დარჩა. როდის დაბრუნდებიან? არსებული წყაროების მიხედვით, პლანეტის მოძრაობის ციკლი 3600 წელია. ე. ი. ნიბირუს და დედამიწის მომდევნო დაახლოება, სავარაუდოდ, 1000 წლის შემდეგ მოხდება. არხის სხვა სიახლეები:* ძილის ხანგრძლივობის რეკომენდებული დრო, ასაკის გათვალისწინებით* თუ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალოს, დღე ამ ჯადოსნური სიტყვებით დაიწყეთ* XX საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს, მაგრამ...* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ463 2-ს მოსწონს
|