x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე დიდი პენისის მქონე მამაკაცი ფანატების მხრიდან უცნაურ თხოვნებზე ალაპარაკდა
image

ყველაზე დიდი პენისის მფლობელი ამ ბოლო ხანებში თაყვანისმცემლებისგან უცნაურ თხოვნებს იღებს. ამის შესახებ მან LADBible-თან ინტერვიუში ისაუბრა.


ბრიტანელი მეტ ბარი, რომლის პენისი 36 სანტიმეტრია და მსოფლიოში ყველაზე დიდ მამაკაცის სასქესო ორგანოდ არის აღიარებული, დილის სატელევიზიო შოუ This Morning-ში გამოჩენის შემდეგ გახდა ცნობილი.


მას შემდეგ მან მიიღო მონაწილეობა რამდენიმე კვლევაში, გახდა სექს- სათამაშოების ახალი ხაზის სახე და ასევე თაყვანისმცემლების დიდი არმია შეიძინა, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, რომლებიც მას სოციალური ქსელების საშუალებით უკავშირდებიან.



ბარმა გააზიარა რამდენიმე უჩვეულო მესიჯი და მოთხოვნა, რომელიც მიიღო ტელევიზიაში გამოჩენის შემდეგ.

image

მაგალითად, ბრიტანელს ფულის სანაცვლოდ სახლის შიშველი დალაგება შესთავაზეს. ერთმა კაცმა ბარს სთხოვა, შიშველი პოზირება მის ეროტიკულ მულტფილმში გადასაღებად. „მას სურდა ჩემი გიგანტად დახატვა და ამ გიგანტური სექს-რაღაცეების გაკეთება, როგორც ჩანს. ამ ფეტიშს მაკროფილია ჰქვია“, - განმარტა ბარმა. ამავდროულად, მამაკაცი აღიარებს, რომ ზოგიერთი თხოვნა ისეთი იყო, რომ საჯაროდ ამაზე საუბარიც კი ეუხერხულება.



კაცმა ისიც აღიარა, რომ მისი ზოგიერთი ფანატი ჩვეულებრივი ქალი აღმოჩნდა და რამდენიმე პაემანზეც კი წავიდა.



ბარმა აღნიშნა, რომ არ აპირებს ანგარიშის გახსნას OnlyFans-ზე და ეროტიკული შინაარსის ვებ-გვერდით გამდიდრების მცდელობას. მან განმარტა, რომ მთავარი მიზეზი მისი ასაკი არის.


„20 წლით უმცროსი რომ ვიყო, ამას ალბათ გავაკეთებდი, რადგან უფრო მეტს ვიფიქრებდი ჩემი მშობლების კეთილდღეობაზე და ალბათ სულ სპორტდარბაზში ვიქნებოდი ან მსგავსი რაღაცეებში“, - თქვა ბარმა.


image

შემდეგ მეთმა ისაუბრა ჯანმრთელობის მხრივ უამრავ პრობლემაზე, რომელიც დაკავშირებულია 14 დიუმიან პენისთან და თქვა, რომ მისი მდგომარეობის შესახებ ზუსტი სიტყვა არ არსებობს.


„მაკროფალუსი არის ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება“, - ამბობს ის, რაც იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც იწვევს არანორმალურად დიდ პენისს.



მეთი ამბობს, რომ ერექცია ზოგჯერ ცუდად ხდის და განმარტა: „ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ პრობლემა სისხლის ნაკადშია, ჩემი ზომა ოდნავ ცვალებადია იმის გამო, რომ ძალიან რთულია იქ ამდენი სისხლი დაგროვდეს.ასე რომ, ხანდახან თავბრუ მეხვევა, ერექციიის და მსგავსი რაღაცეების დროს ფეხზე დგომა არ შემიძლია... დროთა განმავლობაში მე ვიღებდი სხვადასხვა წამლებს, რათა შევმემცირებინა იგი ზომაში, მაგრამ საპირისპირო ეფექტი მივიღე", - თქვა კემბრიჯის კურსდამთავრებულმა. .

0
394
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0