საზოგადოება „ეს ხდებოდა თვენახევრის განმავლობაში… ყოველდღე მინდოდა, მოვმკვდარიყავი” – ნინა წკრიალაშვილი უმძიმეს პერიოდზე 29 აგვისტო, 8:35
.
მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა გასულ წელს თავისი ცხოვრების მძიმე პერიოდებზე ისაუბრა გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან”. მაყურებელს მოუყვა იმ დიდი ტრავმის შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო გადაიტანა. მომღერალმა თქვა, რომ ამ ფაქტმა გაანადგურა და რომ ეს იყო სიკვდილის ტოლფასი.
.
ბოლო წლებში ნინა საბერძნეთში ცხოვრობს. იქ საყვარელ მამაკაცზე, ლიას აზარიასთან იქორწინა. სანამ ქვეყნიდან წავიდოდა, ნინამ “ფარულ კონვერტში” ყოფილ პარტნიორზე ილაპარაკა, რომელმაც, მისი თქმით, კადრები გაუვრცელა. ის ყვებოდა, რომ ამ კადრების გავრცელების შესახებ ახალი წლის პირველ დღეს გაიგო, როცა პირველ იანვარს მის ტელეფონზე უცნაური ზარები შემოდიოდა და ყველა მის მდგომარეობას კიხულობდა. . ნინა წკრიალაშვილი: მართლა რა არ გადამიტანია, მაგრამ ამ დროს ვიყავი სრულიად უძლური. გიჩნდება კითხვები, როგორ გაგწირეს, არ გინდა, იცოცხლო, ან გინდა, მოკლა ის ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა. ვფიქრობდი, როგორ მომეკლა, საქვეყნოდ მინდოდა, დამეჯიჯგნა… რა უნდა მეფიქრა? . ადამიანი რომ გიმეტებს ისე, რომ ახალ წელს მესენჯერში ვირუსის სახით მისდის ეს 10 000 ადამიანს და ისინი გადაუგზავნიდნენ თავის მეგობრებს… თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაშიც გამიმართლა, მყავს ყველაზე მაგარი შვილი! . ამ ვიდეოს შემდეგ, ჩემმა მეგობარმა, მიშა გასიტაშვილმა წამიყვანა სტამბოლში, ფეხით რომ მევლო ბევრი… ჩემს შვილს ვუთხარი: სანდრო, რაღაც პრობლემა მაქვს და ვერ გავჩერდი მანდ-მეთქი. და ბავშვი მეუბნება – “რაზე მეუბნები, იმ ვიდეოზე? კი, ვიცი… მე ვიცი, ვინც გაგიკეთა ეს ყველაფერი და თუ ამდენი იმიტომ იწვალე, რომ ამის გამო მოკვდე, ასეთი სუსტი ადამიანი არ მგონიხარო”. . მამასთან არ მისაუბრია ამაზე, მაგრამ დედას და ჩემს დას რომ ვუთხარი, მათი რეაქცია იყო: ძალიან ცუდია, მაგრამ ასეთები გადაგიტანია? ჰო, სიკვდილი გადამიტანია, მიტოვება და დამცირება გადამიტანია, ძალადობა გადამიტანია, “პახაობა”, შიმშილი… მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ ახლა – არა. თვითმკვლელობას ვაპირებდი, ყოველდღე მინდოდა, მოვმკვდარიყავი… ორი ვარიანტი გაქვს: ან უნდა ადგე და გააგრძელო ცხოვრება, ან უნდა მოკვდე. იცი, როგორ გამოვედი კიდე? მე და ზალიკო ბერგერი წავედით ბერლინში, გავერთეთ, ბევრი დავლიეთ და ბევრი ვიარეთ… . როგორია შენს სახელს რომ დაგუგლავ და “პორნჰაბზე” ამოგიგდებს ვიდეოს? ეს ხდებოდა თვენახევრის განმავლობაში… გამოკვეთილია რამდენიმე ადამიანის IP მისამართი და დარწმუნებული ვარ დაისჯება… ზუსტად ვიცი, ვინც არის შემკვეთი… მე ძალიან ვრისკავ, ამას შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცები მოჰყვეს, მაგრამ არ მეშინია! ეს ადამიანი მემუქრება და ბევრმა მითხრა, რომ დღეს თუ არა, რაღაც პერიოდში სიურპრიზებს ელოდე… . ამ ადამიანთან ვარ ასი პროცენტით მართალი, ჩემი უფლებები არა მხოლოდ ვიდეოს გავრცელებით დაარღვია, მანამდეც არაერთხელ, მაგრამ ყველაფერზე მიიღებს პასუხს. ეს ადამიანი არის – გიორგი შელეგია, იგივე “ძაძა”. ამ ადამიანთან მე მქონდა ძალიან სერიოზული რომანი, ურთიერთობა. ჩემზე დიდად უფროსია და ძალიან სკანდალურად დავასრულეთ ურთიერთობა მისი ტყუილების გამო, – ყვებოდა ნინა წკრიალაშვილი 377 შეფასება არ არის
|