რელიგია თუ რელიგიის ხაზს გავყვებით, შესაძლოა ადამიანი, მართლაც ვიღაცის მიერ იყოს შექმნილი – ადამიანის არამიწიერი გენები 29 აგვისტო, 8:36 კაცობრიობის ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამოცანა – ადამიანის წარმომავლობა არის. რელიგია და მეცნიერება, ამ საკითხთან დაკავშირებით, უკვე რა ხანია კამათობენ. მაგრამ, შესაძლებელია, რომ ჭეშმარიტება სადღაც შუაში იყოს... ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა. ხოლო დარვინი, რომლის თეორია სკოლის პროგრამიდან ყველასთვის ცნობილია, ამტკიცებს, რომ ადამიანი მაიმუნის ევოლუციის შედეგად გაჩნდა. თუმცა, მის თეორია, ჯერ კიდევ, მეცნიერის სიცოცხლეშივე, კრიტიკის ქარცეცხლში ატარეს და ის, როგორც სხვა ბევრი თეორია, ჭეშმარიტებად არასდროს უღიარებიათ... და ყველაზე მთავარი – დარვინის თეორიაში, არ არსებობს გარდამავალი რგოლი Homo erectus–სს (წელში გამართული ადამიანი) და Homo sapiens–ს (გონიერი ადამიანი) შორის. ვიდრე გენური ინჟინერია შეიქმნებოდა, დარვინის ევოლუციის თეორიის დაჯერება კიდევ შეიძლებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მკვლევარებს ყოველთვის აინტერესებდათ შემდეგი საკითხი: რატომ არის, რომ ყველა რელიგიაში და ძველი ტომების წარმართულ რწმენაში, ადამიანის შემქმნელად, ზეცაში მცხოვრები, ზეარსება (არსებები) მიჩნეული, რომელმაც შექმნის შემდეგ, მათ საყოფაცხოვრებო და მორალური ცხოვრების წესები ასწავლა. აქამდე თავში არავის მოსვლია იდეა, რომ ადამიანის შექმნა მართლაც შესაძლებელი იყო. მაგრამ ახლა, გენური ინჟინერიის ეპოქაში, ეს ჩვეულებრივი პროცესი შეიძლება იყოს... და მართლაც, თუ რელიგიურ სიუჟეტს სხვა რაკურსით შევხედავთ, სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანი, სხვა პლანეტიდან ჩამოსულ, გონიერ არსებებს შეექმნათ. ხოლო, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თანამედროვე მეცნიერება ამ თეორიის მტკიცებულებასთან, ახლა ისე ახლოს არის, როგორც არასდროს: უკანასკნელი კვლევის თანახმად, ადამიანის გენომი 30-35 ათასი გენისგან შედგება. ამასთან, ამ გენების 99% შიმპანზეს გენებს ემთხვევა. მაგრამ, კვლევის ყველაზე მოულოდნელი შედეგი, ადამიანს 223 გენის აღმოჩენა იყო, რომელიც ფაუნის არცერთ წარმომადგენელს არ გააჩნია და სწორედ ეს გენები განასხვავებს ადამიანს მაიმუნისგან და პასუხისმგებელია ჩვენს ისეთ თვისებებზე, როგორიც არის გონიერება, მეტყველება და საერთოდ, ყველაფერზე, რითაც ჩვენ ცხოველებისგან განვსხვავდებით. თუ ალტერნატიული მეცნიერების კვლევის შედეგებსაც გავითვალისწინებთ, – ადამიანების შექმნის შემდეგ, უცხოპლანეტელები დედამიწაზე მსოფლიო წარღვნამდე ცხოვრობდნენ, ადამიანებს ცოდნას გადასცემდნენ, მეგალითურ ნაგებობებს აშენებდნენ... და ამავდროულად, საკუთარ პლანეტასთანაც არ კარგავდნენ კავშირს. ხოლო, წარღვნის შემდე, როდესაც მათ მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა სრულიად განადგურდა, – პლანეტა დატოვეს. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების და ფაქტებს შეჯამების შემდეგ, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გენური ინჟინერიის კვლევის შედეგების ეჭვქვეშ დაყენებას აზრი არა აქვს და ამ ფონზე, ალტერნატიული მეცნიერების მონაცემებიც, დავუშვათ, რომ სიმართლეს შეესაბამება. მაგრამ ეს, მაინც არ იძლევა პასუხს, სამყაროს ყველაზე დიდ გამოცანაზე: ადამიანები თუ მართლაც უცხოპლანეტელებმა შექმნეს, – უცხოპლანეტელები ვიღამ შექმნა? როგორ წარმოიქმნა გონიერება, ცივი კოსმოსის, ამ უკიდეგანო სივრცეში?.. არხის სხვა სიახლეები:* დამსახურებული სამოთხე (3 იგავი)* 10 გიჟური კანონი, რომელიც ძველ რომში მოქმედებდა* შეთქმულების თეორია, რომელსაც რეალური საფუძველი გააჩნია* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ297 1-ს მოსწონს
|