x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
57 წლის სალმა ჰაიეკი საუკეთესო ფორმაშია(ფოტოები)
image

57 წლის მსახიობმა სილამაზის შენარჩუნების საიდუმლოებები გააზიარა.

სალმა ჰაიეკი ამჟამად იბიცაზე ისვენებს.


მსახიობი იახტაზე მზით ტკბება და პირდაპირ იქიდან უგზავნის სალამს თავის გამომწერებს.



ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომლებშიც 57 წლის სალმა ნათელ ყვითელ ბიკინში პოზირებს.


"ყვითელი ბიკინი + ჭაღარა თმა = იდეალური შეხამებაა", - წერს მსახიობი.


თუ ამ ფოტოების გამო სალმა კომპლიმენტებს ელოდა, უნდა ითქვას მან სრულად მიაღწია წარმატებას.

image

ცნობილი მსახიობის გამომწერები აღფრთოვანდნენ მისი გარეგნობით.


"უნაკლო ხარ", "როგორ შეგიძლია იყო ასეთი ლამაზი", - წერენ მომხმარებლები.


თავად მსახიობი თავის მოვლის საიდუმლოს ასაჯაროებს და ხალისით ყვება, თუ როგორ ახერხებს ასეთ პატივსაცემ ასაკში ახლაგაზრდული იერის შენარჩუნებას.


ცნობილია, რომ მსახიობი არ მიმართავს გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს და პლასტიკურ ქირურგიას, სრულიად აკმაყოფილებს შინ საკუთარი თავის მოვლა.


მექსიკელი ლამაზმანის თქმით, მისთვის მიუღებელია მაკიაჟით ან გაუწმენდავი კანით ძილი.


„არასოდეს ვიძინებ პირის დაბანის გარეშე. <…> შეიძლება დამავიწყდეს კაბის, ფეხსაცმლისა და სამკაულების, მოხსნა მაგრამ მაკიაჟი არასდროს. <…> ღამით კანი გამოიმუშავებს ზეთებს, რომლებიც აუცილებელია ახალგაზრდული იერისათვის. .ღამით მიმდინაროებს აღდგენა ასე რომ, საღამოს კარგად დაიბანეთ სახე, მაგრამ დილით მეტისმეტი არ მოგივიდეთ “, - აღნიშნა სალმა ჰაიეკმა.

image

მექსიკელმა მსახიობმა კარიერა ტელესერიალებით დაიწყო, შემდეგ კი აშშ-ში, ჰოლივუდში განაგრძო მოღვაწეობა, მისი პირველი წარმატება იწყება ფილმით „სასოწარკვეთილი“(1995), სადაც მას პარტნირობას უწევდა ანტონიო ბანდერასი, შემდეგ იყო მთავარი როლი რომანტიკულ კომედიაში "აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია"(1997), ვილ სმიტთან ერთად "ველური, ველური დასავლეთი"(1999) .


2000 წლისათვის სალმა ჰაიეკმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „ვენტანაროსა“, სადაც შეუდგა ფილმებისა და სატელევიზიო პროექტების წარმოებას. ამ მოღვაწეობაში მისი პირველი გამოცდა იყო ფილმი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“, რომელიც წარდგენილი იყო "ოსკარის" პრემიაზე, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი.



2002 წელს გამოდის ბიოგრაფიული ფილმი „ფრიდა“, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა და ასევე ფილმს პროდიუსირებაც გაუწია. ამ როლისთვის სალმა ჰაიეკი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე



0
113
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0