სხვა ძაღლმა საკუთარი სიცოცხლის ფასად ოჯახის წევრები გადაარჩინა(ვიდეო) 27 აგვისტო, 18:36 კოლორადოში ძაღლმა თავი გაწირა, რათა ხანძრისგან ეხსნა ხანშიშესული ცოლ-ქმარი. აშშ-ს კოლორადოს შტატში ჩიხუახუამ თავი გასწირა, რათა პატრონები ხანძრისგან ეხსნა. ამის შესახებ ტელეკომპანია KUSA, NBC-ის რეგიონალური ფილიალი იტყობინება. როდესაც ხანძარი გაჩნდა ვიქტორ და სიუზან ელკინების სახლში, ისინი უკვე დიდი ხნის ჩაძინებულები იყვნენ. როგორც სიუზან ელკინსი ამბობს, ის და მისი ქმარი შვილიშვილის ძაღლმა გააღვიძა. შვიდი წლის კადლსი მამაკაცის მკერდზე ხტუნავდა და ყეფდა. გაიღვიძებისთანავე ცოლ-ქმარი უმალ ქუჩაში გავარდა. მხოლოდ იქ მიხვდნენ, რომ ძაღლი მათ უკან არ გაჰყვა. ვიქტორი სახლში შებრუნდა და დიდხანს ეძებდა კადლს კვამლსა და ცეცხლში, სანამ ფეხი არ დაიწვა. მოგვიანებით მეხანძრეებმა ძაღლის უსიცოცხლო სხეული საწოლის ქვეშ იპოვეს. სიუზანის ვარაუდით, ჩიხუახუა ნახშირბადის მონოქსიდით ანუ მხუთავი აირით მოიწამლა. ოჯახი მძიმედ განიცდის კადლსის დაკარგვას, განსაკუთრებით მისი გამზრდელი, 13 წლის ბიჭი. მოზარდის თქმით, მას ემახსოვრება თავისი ძაღლი, როგორც მოსიყვარულე და მხიარული. მან ისიც განმარტა, ეს სახელი რატომ დაარქვა ძაღლს, რადგან უყვარდა ჩახუტება (ძაღლის სახელი Cuddles ინგლისურიდან ითარგმნება როგორც "ჩახუტება" ). 298 2-ს მოსწონს
|