x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არეკლილი სინათლის საიდუმლო (იგავი)

image


თანამედროვე ლეგენდის თანახმად, არც ისე დიდი ხნის წინ, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, საიდუმლო ორდენი – "ფი"–ი არსებობდა. ფიზიკოს-ფილოსოფოსები – ასე ეძახდნენ ამ ორდენის წევრები საკუთარ თავს. ისინი არა მხოლოდ ბუნების კანონების შეცნობას, არამედ, მათი ადამიანის ბუნებაში ანასახის დანახვასაც ცდილობდნენ. ორდენში გასაწევრიანებლად კანდიდატს, ცნობილი გამოცანა – "არეკლილი სინათლის" შესახებ უნდა ამოეხსნა.

ორდენის კარზე, ბევრი ექსტრაორდინარულმა პიროვნება დააკაკუნა, მაგრამ ცოტა თუ გახდა საძმოს წევრი, რადგან საჭირო იყო, არა მხოლოდ გარკვეული ფიზიკური ფენომენის აღწერა, არამედ მისი ფარული, შინაგანი მნიშვნელობის ახსნა.

ერთ დღეს, გასაუბრებაზე სამი ადამიანი იყო მისული.

I თქვა: «არეკლილმა სინათლემ მე ცოდნა გამიმხილა იმის შესახებ, რომ ამ სამყაროში, ყველა ჭეშმარიტება ვერ იქნება შეცნობილი. ისევე როგორც, მზის სინათლის უმეტესი ნაწილი, მიწიდან, წყლიდან და მცენარეებიდან აირეკლება, სულიერი ჭეშმარიტების უმეტესობა, ვერ იქნება აღქმული და უარყოფილი იქნება ადამიანების მიერ».

II თქვა: «არეკლილი სინათლემ მე ხედვის საიდუმლო გამიზიარა. ჩვენ ირგვლივ რაღაცას, იმიტომ კი არ ვხედავთ, რომ თვალები გვაქვს, – არამედ იმიტომ, რომ მზე ანათებს და საგნებს იმიტომ ვხედავთ, რომ მათ სინათლე ეცემათ. ჭეშმარიტი აღქმისთვის მნიშვნელოვანი, არა უნარები, არამედ, სინათლის წყარო» – შეაჯამა, გასაუბრებაზე მისულმა მეორე კანდიდატმა.

III თქვა: «არეკლილმა სინათლემ, მე მოკრძალების ბუნება გამიმხილა და საკუთარი თავის და სხვების უკეთესად გაგება მასწავლა. ჩვენ საგნებს კი არ ვხედავთ – ვხედავთ სინათლის იმ ნაწილს, რომელსაც ისინი უარყოფენ, აირეკლავენ. ასე იბადება ილუზია... ისევე როგორც ადამიანებში – ჩვენ ვერ ვხედავთ იმ სიბრძნეს, რომელიც მათ შეითვისეს. თვალშისაცემი ჩვენთვის, მხოლოდ მათი სისუსტე და ნაკლოვანებებია».

ვინ იყო 3 კანდიდატს შორის მართალი? ამის შესახებ ცნობილი არ არის, რადგან დუმილის აღთქმა, ორდენის წევრებს და კანდიდატებს, ამ თემაზე საუბრის უფლებას არ აძლევდა.


imageარხის სხვა სიახლეები:


* როგორ ვიცოცხლოთ 100 წლამდე? – ავიცენას 5 რჩევა

* ის 2500 წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ მისი გამონათქვამები დღესაც აქტუალურია

* 3 ტრაგიკული ფაქტი, სტალინის პირადი ცხოვრებიდან

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0