x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აქამდე არასდროს შემიმჩნევია, ა ბატონო გამომჟღავნდა"- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატუსს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ასე იწყება კულტურის მინისტრის- წულუკიანის -ჯალათეას სტატუსი:

1. "ემბრიონად ჩასახული ანა დოლიძე


2. "მკვდარზე ვენოკი" -გვირგვინი ანა ნაცვლიშვილი


3."უნიჭო და და უმადური თამარ კორძაია"


3."ლუზერი სალომე სამადაშვილი"


5. "ვიღაც წითლიძე მგონი, გვარი არ მახსოვს"


6. “ჩვენი ვარდივით დამჭკნარი, მაგრამ კვლავაც ლამაზი დიაცის თაკო ჩარკვიანის უბე "


????????????‍♂️


ეს იმ "გრანდ იუმორიდან " ამონარიდებია “მარგალიტებისა”- ჩვენი უკულტურო მონ(ი)სტრის ჯალათეას ნააზრევი.


ისე, ობიექტურად მინდა ვთქვა, რომ აქამდე არასდროს შემიმჩნევია ოდესმე ვინმე ქალისთვის, რომ "უბეში"ჩაეხედოს, ღმერთმანი პირველად ვნახე ასეთი შეფასება ქალისგან, ასეთი არ მსმენია .


ოჰ ეს არაცნობიერი მაინც რა საოცარია თავს არ მალავს და ა ბატონო წულუკიანთან გამომჟღავნდა წამოყო თავი, ფრთხილად ქალებო ვისაც არ მოგწონთ თქვენივე სქესის წარმომადგენელი, ან საერთოდ ნებისმიერი “უბეში” რომ გიყურებთ. უფრთხილდით მაინც! ????


მე “შემეშინდა” და შევწუხდი კაცო ????"- ვკითხულობთ დეპუტატის ფეისბუქსტატუსში.



შეგახსენებთ, რომ წულუკიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელებულ პოსტში ქალთა კვოტირების თემაზე, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები დაცინვის კონტექსტში მოიხსენია.


ცნობისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ზიზღით სავსე პოსტს წინ ანა დოლიძის განცხადება უძღოდა, სადაც "ძლიერი საქართველოს" ერთ- ერთი ლიდერი "ქართულ ოცნებას" ძლიერი ქალების სიძულვილში სდებდა ბრალს:

"ქალის როლი ქართულ ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვამაყობთ ქართველი ქალებით. ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის პროგრესული ძალა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანასწორობა. „ქართულ ოცნებას“ ეზიზღება ქალები, „ქართული ოცნება“ ებრძვის ქალებს, „ქართული ოცნება“ ებრძვის ძლიერ ქალებს. ხელისუფლებამ გააუქმა ქალთა კვოტირება, სადაც ევალებოდათ ქალები ჩაესვათ პარტიულ სიებში. მათი ქალებისადმი ზიზღი კარგად გამოჩნდა ე.წ. დელეგატების წარდგენით, რომელთა შორის ქალის ჭაჭანებას ვერ ნახავთ. ჩვენი კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალები ყველგან იყვნენ წარმოდგენილნი“, - დაწერა ანა დოლიძემ პირად გვერდზე, რომელსაც მალევე წულუკიანის საპასუხო პოსტიც მოჰყვა, რომელსაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა:

"ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან რამე სხვა თემაზე აღვარღვარეთ.


თქვენ პირადად პოლიტიკაში ემბრიონად თუ იყავით მხოლოდ ჩასახული, როცა ბიძინა ივანიშვილი ქალებს ნიშნავდა კანდიდატებად და თანამდებობებზე და შემოჰქონდა კვოტები. მაგრამ ვიღაც წითლიძეების, უმადური და უნიჭო პოლიტიკოსი კორძაიების, ლამაზი თინიკოების, ლუზერი სალომეების (ამჯერად დეპუტატკაზე ვამბობ) და ასეთი საოცრებების მოხილვის მერე, აღარც პოლიტიკაში ქალის მხარდაჭერა მოგინდება ადამიანს (ანუ კაცს) და აღარც კვოტის. ასეა ეს. კეტავენ გოგოებისთვის პოლიტიკაში გზას ეს უმსგავსოები. კუბოზე გვირგვინი (ვენოკი ჰქვია "იმ" კანონის მიღების მერე!) გამომრჩა: ანა ნაცვლიშვილი... კარგად კივილი სუქსესსფულნესობას როდი ნიშნავს პოლიტიკაში, თორემ სუ ზეწარმატებული იქნებოდა ჩვენი ვარდივით დამჭნარი და კვლავაც ლამაზი დიაცის უბე თაკო ჩარკვიანი.


მოკლედ, ნუ შეჭამეთ ტვინი არასწორი მესიჯებით და არასწორი პოლიტიკური ქცევებით და ცოტა ნორმალურები ვინც დარჩით მაქეთ მხარეს ქალები, საქმეს მიხედეთ, რადგან ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული და შემოტანილი კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში.


ისე, როცა ივანიშვილმა ქალების ხელშესაწყობად არაერთი ნაბიჯი გადადგა, სა იყავით მაშინ, რატომ არ თქვით ერთი კეთილი სიტყვა?! მერე რომ დალაგდით და ჟივჟივებდით ობოლი ბეღურებივით, კვოტები უქმდებაო!!!


ვაი იმ კვოტას, ვიღაც წითლიძეს (შეიძლება გვარიც მეშლება) ან კიდევ დამჭნარ და მაინც მშვენიერ თაკოს, ვარდიც რომ ვერ იშოვა, თავი რომ სხვა რამე ეგონოს, რომ შეიყვანს პარლამენტში.


მოკლედ, საკუთარ კონსტიტუენსის მიხედეთ, ქალებო. ასე იგებენ არჩევნებს და არა სხვისი პარტიის დელეგატების კრიტიკით”- ვკითხულობთ წულუკიანის პოსტში.









0
544
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
544