რელიგია ტურინის სუდარაზე იტალიელმა მეცნიერებმა ქრისტეს სახის მიდამოებში სისხლი აღმოაჩინეს 2024, 27 აგვისტო, 16:04 ![]() იტალიელმა მეცნიერები ამტკიცებენ რომ, ჯვარცმის შემდეგ ტურინის სუდარაში შესაძლოა მართლაც იესო ქრისტეს სხეული იყო გახვეული. ამის შესახებ Daily Mail იუწყება. ივლისში, პადუას უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯულიო ფანტიმ თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენა 1970-იან წლებში ტურინის სუდარიდან აღებული ნიმუშებიდან ხელახალი ანალიზისთვის და მათში სისხლის პაწაწინა ნაწილაკები აღმოაჩინა. ამავდროულად, სისხლში აღმოჩენილი იქნა ორგანოების უკმარისობის, ტრავმისა და ავადმყოფობის ნიშნები და რადიაცია. იქვე აღმოჩენილია ძველი იერუსალიმისთვის დამახასიათებელი მატერიალი, რითაც შესაძლებელია ვივარაუდოდ, რომ სუდარა ამ რეგიონიდან არის ჩამოტანილი. ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს სუდარის ზუსტი ასაკი შეიძლება იყოს მინიმუმ ორი ათასი წელიწადი. თუმცა, ყველა ექსპერტი არ ეთანხმება ახალ დასკვნებს ტურინის სუდარის ასაკთან დაკავშირებით. ასევე, ზოგიერთმა მეცნიერმა აღნიშნა, რომ სისხლი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მოხვედრილიყო ქსოვილზე ბოლო 700 წლის განმავლობაში და ის შეიძლება ეკუთვნოდეს ნებისმიერ ადამიანს. ტურინის სუდარა არის ღია ფერის ტილო მამაკაცის მკრთალი ანაბეჭდით, რომელშიც ქრისტიანები ჯვარცმულ იესოს ცნობენ. ![]() ![]() 139 2-ს მოსწონს
|