x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქართლოს კასრაძე-სასაცილო ისტორიები
image

27 აგვისტო მწერალის, ჟურნალისტის, მსახიობის, პოლიგლოტის და უპირველს ყოვლისა ქართული იუმორის მეფის, ქართლოს კასრაძის დაბადების დღეა.სტოკჰოლმის ერთ-ერთმა ცნობილმა გაზეთმა მას "პატარა ჩარლი ჩაპლინიც" კი უწოდა;



ამ დღესთან დაკავშირებით დღეს გავიხსენებთ რამდენიმე სასაცილო ისტორიას მის გარშემო.


***ერთხელ, პრაღაში ჩეხებს მშობლიურ ენაზე ჩაუტარა კონცერტი. დარბაზი ტაშით დანგრეულა. აცვენილან ჩეხები სცენაზე. ქართლოსს ჰკოცნიდნენ და ეკითხებოდნენ, რა ენაზე ლაპარაკობდიო…




***საიქიოდან დეპეშა მოსულა, წაიყვანეთ ეს კაცი აქედან, დაგვხოცა სიცილითო. ქართლოსს გაუგია და უკითხავს, თქვე კაი ხალხო, დახოცილები არ იყავით, მე რას მაბრალებთო.


***ავტომობილის უწესო ტარების გამო ხშირად აჩერებდნენ. რატომღაც ომახიანად შესძახებდა - "ინსპექტორ მამალაძე". დაბნეული ინსპექტორები "ჩესტს" უღებდნენ, ცნობადი სახე იყო და ვიდრე აზრზე მოვიდოდნენ, ვინ არის, ქართლოსი უკვე ძალიან შორს იყო ავტომობილით.მძღოლობა მალე გადაიფიქრა.


***ერთხელ "უწესო" ქართლოსმა, საბჭოთა პასპორტში ლენინის სურათი ჩააკრა და მილიციელებს უმტკიცებდა, "ონ მოი ატეცო"(მამაჩემიაო), რის გამოც რუსეთში დააკავეს.


***მეორეჯერ, საბჭოთა კავშირის საზღვარზე შემოსვლისას, გაჩხრიკეს ხელებაწეული ქართლოსი, "ს ჩევო ნაჩინაეტსა როდინას" მღეროდა. უსებმა რომ მოიკითხეს, ქართულმა კე-გე-ბემ აუხსნა, - ეგ გიჟია, გაუშვით, მაგის დაკავება როგორ შეიძლებაო.


***ჟურნალისტებთან საპირველაპრილო ინტერვიუს შემდეგ, თავისი სურათის მოძებნა დაეზარა და ალენ დელონის სურათი გაატანა გამოსაქვეყნებლად. იფიქრა, ხალხი უფრო წაიკითხავს სტატიასო.


***საბჭოთა დროში მეტისმეტად გადამთვრალ პიროვნებებს აკავებდნენ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით. ზოგი მილიციელი უფროსისათვის თავი რომ მოეწონებინა, აჭარბებდა კიდეც თავის უფლებამოსილებას და ოდნავ ნასვამსაც კი განყოფილებაში მოაბრძანებდა.


ამ მხრივ რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანო ზანდუკელაშვილი. ვანო თუ მორიგე იყო, ყოველთვის რაღაც კურიოზი ხდებოდა.

სამსახურში მისულს უფროსმა ჰკითხა:


– წუხელ წესრიგის დამრღვევი ბევრი გყავდა?

– აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, – თქვა და მაგიდაზე “პროტოკოლები” დადო, რომელიც მაშინ დაკითხვის ფორმით დგებოდა.

უფროსმა ვანო გაუშვა და კითხვას შეუდგა. ორი მოქალაქის ოქმი წაიკითხა და მესამეზე გადავედა თუ არა სახტად დარჩა – “პროტოკოლში” ეწერა:

გვარი და სახელი – ვახტანგ გორგასალი.
დაკავების ადგილი – ჭრელი აბანოს მიდამოები.
დაკავების მიზეზი – მთვრალ მდგომარეობაში.
მიდიოდა ხოხობზე სანადიროდ”.

ანუ ვანომ ჭრელ აბანოებთან ხოხობზე მონადირე მთვრალი “ვახტანგ გორგასალი” დააკავა.

უფროსმა ვანო კაბინეტში გამოიძახა და უთხრა, – ერთი ეგ ვახტანგ გორგასალი შემოიყვანეო.

ცოტა ხანში ვანომ ახალგამოღვიძებული ვახტანგ გორგასალი მოიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩდა.



***გაზეთ "სამგორის" რედაქციაში ქართლოსმა რედაქტორის მოადგილეს ისლამ ბაბაევს აზერბაიჯანულად გაუბა საუბარი. ჩვენ ყველამ პირები დავაღეთ – ხედავთ, ქართლოსს ინგლისურთან, ფრანგულთან, ჩინურთან და იამაიკურთან ერთად აზერბაიჯანულიც სცოდნიაო. ქართლოს კასრაძე რომ წავიდა, ბაბაევს ვკითხეთ, რას გელაპარაკებოდაო. – ვერ გეტყვით, ვითომ აზერბაიჯანულად ლაპარაკობდა, მაგრამ იქიდან ერთი სიტყვაც ვერ გავიგეო, – გვითხრა თავადაც პირდაღებულმა ისლამმა“.(ჟურნალისტი ოთარ ხუციშვილი)

0
703
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
703
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0