x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
"ბევრჯერ მივწერე პირადად, მაგრამ...." - ვისზე საუბრობს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე აპლიკაცია "Telegram" -ის აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელსაც 20 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჟურნალისტის თქმით, "Telegram-ზე ნარკოტიკის უკონტროლო გაყიდვასთან დაკავშირებით მან დუროვს პირადად არაერთხელ მისწერა, თუმცა მისივე თქმით, მან არც ერთი ქართული ნარკოჩატი არ დაბლოკა. მოგეხსნებათ, რომ ნარკოდანაშაულის შემთხვევებმა ქვეყანაში წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად იმატა, რაც ნაწილობრივ სწორედ ზემოაღნიშნული პლატფორმის "დამსახურება" იყო, სადაც აკრძალული ნივთიერების რეალიზაცია ხდებოდა:


"Telegram-ზე რომ ნარკოტიკი უკონტროლოდ იყიდებოდა, ფაქტია!


ბევრჯერ მივწერე პირადად პაველ დუროვს, მაგრამ არც ერთი ქართული ნარკოჩატი არ დაბლოკა.


დიდხანს გულაობდნენ ქართველი სელერები, სანამ ისევ ჩვენი ძალებით არ მოვუარეთ!"- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.


გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა ნაბიჯები "Telegram"-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად. პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. "Telegram"-ის აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ რაც დუროვმა უარი განაცხადა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე. აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.


შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მედიამ 24 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ პაველ დუროვი დააკავეს საფრანგეთში, ლე-ბურჟეს აეროპორტში. იგი დაკითხეს და გუშაგთა კონტროლის ქვეშ დატოვეს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბიზნესმენი აზერბაიჯანიდან კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა.


"France-Presse"-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პაველ დუროვი სასამართლოს წინაშე ახლო მომავალში წარდგება. სააგენტოს ინფორმაციით, დაპატიმრების ორდერი გასცა საფრანგეთის უწყებამ, რომელიც ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს (OFMIN) და ორდერი გაცემულია წინასწარი გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიემართება შესაძლო დარღვევებს, მათ შორის თაღლითობას, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, კიბერ სივრცეში გავრცელებულ მუქარას, ორგანიზებულ დანაშაულს და ტერორიზმის პროპაგანდას. დუროვს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ მან არ გაატარა ზომები მისი პლატფორმის ბოროტმოქმედთა მხრიდან გამოყენების წინააღმდეგ.






0
471
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
471