x
მეტი
  • 06.10.2024
  • სტატია:137465
  • ვიდეო:351968
  • სურათი:511371
„მომიტაცეს, მანქანიდან გადავხტი და ისეთი საოცრებები ჩავიდინე, მომაბრუნეს…“ - ეკა ნიჟარაძე
image

.

პოპულარული ქართველი მსახიობი ეკა ნიჟარაძე მოტაცების შესახებ საუბრობს. ნიჟარაძე ჟურნალისტებს უმხელს, რომ მოტაცების შემდეგ ისეთი ამბავი დაატრიალა, უკან დააბრუნეს.

.


ეკა ნიჟარაძის უცნობი მხარის საინტერესო დეტალებს ჟურნალი „თბილისელები“ გვაცნობს.

პაემანზე სახალისო ამბავი გადაგხდენიათ?

.

სახალისო არ ვიცი რამდენად იყო, საერთოდაც არა, პრინციპში, არც პაემანი იყო, მაგრამ ერთი ისტორია მახსენდება: მე და ჩემი მეგობარი ოპერაში ვიყავით. გამოვედით და გარეთ ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი დამხვდა. ისე მოხდა, რომ მომიტაცეს. საშინლად გავბრაზდი. მაშინ 17 წლის ვიყავი. იმ ბიჭს გამოცდილი თანმხლები პირი ჰყავდა, რომლის ნუსხაშიც არაერთი მოტაცებული გოგო ყოფილა (იცინის). ჩემი მეგობარი ოპერის ბაღში დატოვეს, მე მომიტაცეს. ისე გავმწარდი და მანქანაში ისეთი საოცრებები ჩავიდინე, რომ სადღაც ნატახტრიდან მომაბრუნეს, იძულებულები გახდნენ. გაწიწმატებულზე მეტი ჰქვია ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას (იცინის). გზაში მანქანიდან გადმოვუხტი, ფეხით მოვდიოდი და ბოლოს მოატრიალეს, კარგი, კარგი, დაგაბრუნებთო. დამაბრუნეს ოპერასთან, სადაც ჩემი მეგობარი ისევ მელოდა. ეს ზუსტად ის მეგობარია, რომელიც ახლახან დავკარგე…

.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– წეღანაც ვთქვი, რომ ძალიან მომთმენი ვარ და ძალიან ბევრ დათმობაზე წავსულვარ. ადამიანის დახმარება მიცდია, ფიზიკურიც, მორალურიც, მაგრამ შედეგს რომ ვერ ვიღებ, მერე მთავრდება ყველაფერი. როგორც ვახსენე, ადამიანს მთლიანად ვიკვეთ და ალბათ, ეს არის ჩემი მხრიდან ყველაზე სასტიკი ნაბიჯი. ამ ადამიანის მიმართ ყველანაირი ინტერესი მიქრება. სამწუხაროდ, ეს, ძირითადად, ახლობელ ადამიანებს ეხებათ. შეიძლება, ამ მხრივ სასტიკი ვარ, მაგრამ ზოგადად, ვერ ვიტყვი, რომ სასტიკი და საშიში ადამიანი ვარ. ასეთმა ადამიანმა შეიძლება, ჩემზე იფიქროს, როგორი ბოროტიაო, მაგრამ რეალურად, ჩემს ამ გადაწყვეტილებას დიდი წინაპირობა უნდა ჰქონდეს.

.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე გამორჩეულად კარგი და ცუდი?

– კარგი ბევრი მსმენია. ქუჩაში ხალხს რომ ვხვდები, თუ მცნობენ, მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ. ახლაც თელავში ვიყავი, ფეხით ვიარე, ბევრი ადამიანი შემხვდა, მიცნეს, მესაუბრებოდნენ, ვგრძნობდი, რომ უხაროდათ, სითბოს გამოხატავდნენ, სიყვარულს არ იშურებდნენ და ეს ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება ცუდს, საკუთარ სამზარეულოში ვინ რას ლაპარაკობს ჩემზე, ამას რას გავიგებ, მაგრამ სოციალურ ქსელში ტროლები რომ შემოგესევიან, იქ შეგიძლია, ბევრი რამ წაიკითხო (იცინის). ამას წინათ ძალიან ბევრი ვიცინე. წერდნენ, ეს დაბერდაო და ვერ მივხვდი, ამაში გასაკვირი რა არის?! მეორე ტიპის კომენტარები უფრო მომეწონა, ბევრი ტროლი იყო ერთად შეკრებილი და წერდნენ, რომ ლოთი ვარ. არადა, ამ დროს ხელჩართულ ბრძოლაში ვარ ალკოჰოლთან, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ჩემ გარშემო. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კომენტარი იყო და ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტეს, რომ გავლოთდი (იცინის).

– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– მშვიდად, ისე, რომ არავინ შევაწუხო. კიდევ მინდა, კრემაცია გამიკეთონ და ჩემი ფერფლი სადმე კარგ ადგილას, ბუნებაში მიმოფანტონ. საშინელებაა სასაფლაოები და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. არ მინდა, რომ ჩემ გამო ვინმე საერთოდ რამეზე შეწუხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან კრემაციის შესაძლებლობა არ არის.

0
371
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0