x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"კოტე, ეხლა შენით ახვალ მთაწმინდაზე და წამოწვები ილია ჭავჭავაძის გვერდით, თუ ძალით აგათრიოთ?!"-გელა ზედელაშვილი
image

ინეტერნეტგამოცემა "ლიდერის" აღმასრულებელი დირექტრორი გელა ზედელაშვილი კოტე ყუბენიშვილის მიერ სოციალურ ქსელში პოლიტიკურ მოტივზე გამოქვეყენებულ ლექსს ეხმაურება და წერს:


"კოტე, ეხლა შენით ახვალ მთაწმინდაზე და წამოწვები ილია ჭავჭავაძის გვერდით, თუ ძალით აგათრიოთ?!
????
მოკლედ, “ნაცების'' მგოსან კოტეს რომ მიგნებები აქვს პოეზიაში, ნუ იტყვით, რაააა!

სასვენ ნიშნებს თავი დავანებოთ, ეგენი საერთოდ აღარ ხმარობენ, პირდაპირ რითმაზე, რიტმსა და წყობაზე გადავიდეთ: ესე იგიო, იძახის მგოსანი კოტე, დელია და ოდელია, ვატყობ ნუში მაყვალდებაო.
გაიგონეთ?
ეგეთი შედარება ქართულ კი არა, მსოფლიო პოეზიაშიც არავის გამოუყენებია - ნუში მაყვალდებაო. ახლა წარმოიდგინეთ, ნუში რომ გამაყვალდება, თქვენში როგორი ემოცია, ექსპრესია და შემდეგ როგორი რწმენა გაღვივდება. მე პირადად მბურძგლავს.


ეს კიდე არაფერი... დაუკვირდით რითმას - ნუში იმიტომ მაყვალდება, რომ მოსალოდნელია გაყალბება. აქ ერთმანეთს ერითმება “მაყვალდება - გაყალბება'', რაც ჩემი აზრით, შედევრია!
????
ნახეთ, როგორი თანმიმდევრულია მგოსანი კოტე: არა ფული, არა ჯარი, ოცნება და ეკლესია, მართმადიდებლური ჯვარი და სიმართლის რეპრესია.
აქ თუ დეტალურად არ აგიხსენით, ტექსტი იმდენად “ფალოს...ოფიურია'', ვერ გაიგებთ: ესე იგიო, განაგრძობს მგოსანი კოტე, არც ფულია ჩვენთვისო, არც ჯარიო, არც ოცნება, არც ეკლესია, მარტო “მართმადიდებლური'' ჯვარი და სიმართლის რეპრესიაო. კოტეს აზრით, ამიერიდან უნდა წარმოვთქვათ “მართ'', და არა “მართლ'', ანუ “მართლმადიდებლური''.
მგოსანი წუხს, განიცდის, რომ დღეს საქართველოში რეპრესია მძვინვარებს, ადამიანს სიმართლე ჩურჩულითაც კი ვეღარ უთქვამს, ეგრევე იჭერენ და სადღაც ჯურღმულში ოთარ ფარცხალაძე აწამებს.
ამ შემთხვევაში “ეკლესია - რეპრესიაც'' შედევრია!
????
შემდეგ: მიყურადებული სუსი, პასიური როლი ხალხის, გაგულვებული რუსი და დიქტატი ოლიგარქის, თან ერთ წრეზე ტრიალობა არის ჩვენი რეალობა.
თქვენი არ ვიცი, ხალხო, მე კი გაოცებული ვარ, მგოსან კოტეს პოეტური აღმოჩენებით. რამდენიმე სტრიქონში ამდენი “გარტყმა'' თვით ბაირონსაც არ ჰქონია. სხვათა შორის, ბაირონი და კოტე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს - იმას ნაპირა ფეხი ჰქონდა მოკლე, ამას ნაპირა ყური აქვს მოკლე. თემურლენგსაც კი ჰქონდა ნაპირა ფეხი მოკლე და ამიტომაც ეძახდნენ ლენგს, მაგრამ ის პოეზიაში საერთოდ ვერ ერკვეოდა.
????
ნახეთ, “გაგულვებული რუსიო'', იძახის მგოსანი, განა “გაგულავებულიო''? არა, “გაგულვებული'' სხვა რამეს ნიშნავს, გულიდან წასული, გულიდან განკვეთილიო.
აბა, მე რომ არ ამეხსნა, ამას მიხვდებოდით? ეეე... თქვენ მგოსან კოტეს მაშინ დააფასებთ, როცა მოკვდება. მერე დაიწყებთ ღაწვების ხოკვას, ლოყების ღადვრას და მთაწმინდაზე მის ატანას.
მაგალითად, მე მაქვს იდეა, მოდით, ახლავე ავიტანოთ კოტე მთაწმინდაზე და სადმე მივაყუდოთ, მერე რომ არ ვინანოთ, ცოცხალი არ დავაფასეთო.
არა? არ გამოვა? მთაწმინდაზე არ გაჩერდება? ეგრევე გამოქანდება და კოლმეურნეობის მოედანზე გაიშხლართება?
ნუ, რავი, ეტყობა, ეგეთია დიდი ადამიანების ბედი, მაგათ ხომ სუსი მუდმივად აყურადებს? ამიტომაც აქვთ თავში ტრიალობა და ექმნებათ სუ სხვანაირი რეალობა.
????
კოტე, ეხლა შენით ახვალ მთაწმინდაზე და წამოწვები ილია ჭავჭავაძის გვერდით, თუ ძალით აგათრიოთ?!"-წერს გელა ზედელაშვილი




0
537
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
537
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0