x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი ეგვიპტის საიდუმლოებები, რომელიც ისტორიკოსებს მოსვენებას არ აძლევს

მრავალი უძველესი სახელმწიფოს ფონზე, განსაკუთრებით გამოირჩევა ეგვიპტე. მისი ისტორია საინტერესო და იდუმალია... და ბევრი საიდუმლო, რომელსაც ის ინახავს, მეცნიერების მიერ, ​​ჯერ კიდევ არ არის ამოხსნილი. მკვლევარები თვლიან, რომ კაცობრიობამ ძალიან ცოტა რამ იცის იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ძველი ეგვიპტელები. ალბათ, ბევრს აინტერესებს, ყველაზე დიდი საიდუმლოებები, რომელიც ამ ქვეყანას უკავშირდება და რომლის ამოხსნა, ისტორიკოსებს არ შეუძლიათ?


image


ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო, ფარაონ ტუტანხამონის სიკვდილი არის. მიუხედავად იმისა, რომ ის 18 წლის ასაკში გარდაიცვალა, დღეს ის ძველი ეგვიპტის ყველაზე ცნობილი მმართველია. მაგრამ, რატომ გარდაიცვალა ასე ადრეულ ასაკში? ამჟამად, ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს.

ერთი ვერსიით, ტუტანხამონი ეტლის შეჯახების შემდეგ მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. ზოგიერთი მკვლევარი კი თვლის, რომ ფარაონი, უბრალოდ, ეტლიდან გადმოვარდა, რადგან ნაშთების ანალიზმა აჩვენა, რომ სიკვდილის მომენტში, ფეხი ახალი მოტეხილი ჰქონდა.

თუმცა, ბოლო წლებში ყველაზე პოპულარული ჰიპოთეზა — ინცესტია. ტუტანხამონის მშობლები ერთმანეთის, და-ძმა იყვნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ თავად ფარაონს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მრავალი პრობლემა გარანტირებულად ჰქონდა და ნებისმიერ დაავადებას, დაბალი იმუნიტეტის გამო, სიკვდილის გამოწვევა შეეძლო. კონკრეტულად რით იყო ის ავად — უცნობია. მაგრამ, ასეთი ადრეული სიკვდილის და ინცესტის ფაქტი, ამ ჰიპოთეზის ძლიერი არგუმენტია.


image


კიდევ ერთი საიდუმლო, — ალექსანდრე მაკედონელის საფლავის ადგილმდებარეობა არის. ეს პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად ამისი მსოფლიო დიდებისა, არავინ იცის, სად არის დაკრძალული. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ თავდაპირველად, მისი სამარხი მემფისში იყო. მაგრამ შემდეგ, ნეშტი ალექსანდრიაში გადაასვენეს. 215 წელს მისი საფლავი რომის იმპერატორმა კარაკალამ მოინახულა და ამის შემდეგ, უკვე არაფერია ცნობილი. ამჟამად, მისი საფლავი ალექსანდრიაში აღარ არის. გადმოცემით, ისტორიის რაღაც მომენტში, ის გაძარცვეს.


image


კიდევ ერთი საიდუმლო და ისტორიული თავსატეხი, დედოფალი ნეფერტიტის იდუმალ გაუჩინარებას უკავშირდება. ის კლეოპატრასთან ერთად, ყველაზე ცნობილი ქალია, ძველი ეგვიპტის ისტორიაში. ნეფერტიტი ფარაონის ამენჰოტეპ IV, იგივე ეხნატონის* მეუღლე იყო და ეგვიპტეს მასთან ერთად მართავდა. მაგრამ, ძვ. წ. აღრ. 1336 წ. შემდეგ, ინფორმაცია მის შესახებ გაქრა, თან ისე, რომ თითქოს, არც არასდროს ყოფილა...

არ არსებობს ცნობილი მისი შემდგომი ბედის შესახებ და არაფერია ცნობილი, მისი საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვით, ნეფერტიტიმ სახელი შეცვალა და თავად გახდა ფარაონი. მაგრამ, ეს მხოლოდ ვარაუდია — მისი დადასტურება, ან უარყოფა, დღეს შეუძლებელია.

ასე, რომ, ძველი ეგვიპტე, კიდევ დიდ ხანს დარჩება ყველაზე იდუმალ ქვეყნად კაცობრიობის ისტორიაში.


* ეხნატონი — ამენჰოტეპ IV, მეათე ფარაონი XVIII დინასტიიდან, ამენჰოტეპ III და დედოფალი ტიიას მეორე ვაჟი გამოჩენილი პოლიტიკოსი და ცნობილი რელიგიური რეფორმატორი იყო, რომლის მმართველების პერიოდში, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოხდა ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ძვ. წ. აღრ. 1353 წელს ეგვიპტის სამეფო ტახტზე 15 წლის ამენჰოტეპ IV ავიდა და თავი ფარაონად (ითარგმნება, როგორც «ის ვინც შენ გახდები») გამოაცხადა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ისტორიის ყველაზე დიდი ტყუილები და შუმერული ფირფიტების მამხილებელი ჩანაწერები

* რატომ წააგო გერმანიამ ომი? – მიზეზი რომელზეც თითქმის არ საუბრობენ

* დიეტა და ორგანიზმის გაწმენდა – ორი–ერთში (– 4 კგ – 5 დღეში)

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
363
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0