x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყოველი 3 სექტემბრის მოახლოებისას შუფუტინსკის კონცერტების ფასი იზრდება
imageშუფუტინსკიმ 3 სექტემბრის წინ კონცერტების ღირებულება გაზარდა, როგორც SHOT:-ი წერს.


76 წლის მომღერალმა კონცერტზე მიწვევის ღირებულება ნახევარი მილიონი რუბლით გაზარდა.




მომღერალმა მიხეილ შუფუტინსკიმ თავისი წარმოდგენის ღირებულება სამ მილიონ რუბლამდე გაზარდა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Shot იტყობინება.


როგორც SHOT გაარკვია, შუფუტინსკის კონცერტები ყოველი 3 სექტემბრამდე ნახევარი მილიონი რუბლით ძვირდება. ცნობილია, რომ 2022 წელს მომღერლის ღონისძიებაზე მიწვევა ორი მილიონი რუბლი ჯდებოდა 2023 წელს - ორნახევარი მილიონი.



ასევე კონცერტის დროს მომღერლის მოთხოვნაა კულისებში იყოს ერთი ბოთლი Macallan-ის 12 წლის დაძელების ალაოს ვისკი და ორი ბოთლი ღვინო.- მშრალი Pinot Grigio და Chablis-ი.



მომღერალმა მიხეილ შუფუტინსკიმ იგორ კრუტოის მუსიკაზე და იგორ ნიკოლაევის სიტყვებზე დაწერილი სიმღერა "სამი სექტემბერი" პირველად 1993 წელს შეასრულა. მის შემდეგ სიმღერა ყოველწლიურად მხოლოდ და მხოლოდ ახალ იმპულსს იძენს



”დიახ, გარკვეული აჟიოტაჟი არის . ხალხს სურს ეს დღე დაამთხვიოს საკუთარ ქორწილს ან კიდევ სხვა რამეს . ვისაც დაბადების დღე აქვს ამ დღეს, ცდილობენ განსაკუთრებულად აღნიშნონ. მე არ ვაკვირდებოდი რა მომენტში დაიწყო აჟიოტაჟი, მაგრამ ხუთ წელზე გაცილებით ადრე მოხდა.. რაღაცნაირად თავისთავად თანდათან ძლიერდება და ეს საერთოდ არ მაწუხებს, ეს ”- განაცხადა შუფუტინსკიმ.


მიხეილ შუფუტინსკი ამბობს, რომ თუ სიმღერა არსებობს ამდენი წლის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ მასში არის რაღაც, რის გამოც ტანში ჟრუანტელი უვლით.


არა და მაესტრომ კონკრეტულად არაფერი გააკეთა "სამი სექტემბრის" პოპულარიზაციისთვის - მან ვიდეოკლიპიც კი არ გადაიღო . ამავდროულად, შუფუტინსკი "სამ სექტემბერს" უწოდებს მისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ სიმღერას.


0
128
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0