x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
7 ფილმი, რომლებიც აიკრძალა!
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.




image


კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.





კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.










კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.






თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).





წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა თუ სცენარმა. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი რომანტიკულ ფილმებს უყურებს, სადაც წყვილის სიყვარულთან ერთად მათი ვნება და ლტოლვაა ასახული.




დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ იმ 7 ფილმს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნებმა აკრძალეს.





7 ფილმი, რომლებიც აიკრძალა!




1. მატილდა - 2017 წელი.image

ფილმის აკრძალვის მიზეზი: მეფე ნიკოლოზ II-ის არასწორად წარმოჩენა.








2. უცხოპლანეტელი - 1982 წელი.image

ფილმის აკრძალვის მიზეზი: ფილმი აიკრძალა ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში იმის გამო, რომ მშობლები ბავშვების მტრებად არიან წარმოდგენილნი.






3. შინდლერის სია - 1993 წელი.image

ფილმის აკრძალვის მიზეზი: ფილმი აიკრძალა ინდონეზიაში, რადგან მრავლად არის გულახდილი სცენები.








4. ჟასმინი - 2013 წელი.image

ფილმის აკრძალვის მიზეზეი: ფილმი აიკრძალა ინდოეთში, რადგან მასში თამბაქოს მოწევის ბევრი კადრია.








5. უოლ-სთრითის მგელი - 2013 წელი.image

ფილმის აკრძალვის მიზეზი: ფილმი აიკრძალა ინდონეზიასა და ნეპალში, რადგან მრავლად არის ნარკოტიკების გამოყენებისა და უცენზური სიტყვების კადრები.








6. მექანიკური ფორთოხალი - 1971 წელი.image

ფილმის აკრძალვის მიზეზი: ფილმი აიკრძალა დიდი ბრიტანეთსა და ბევრ აზიურ ქვეყნებში იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ძალადობის კადრებია.








7. შიმშილის თამაშები - 2012 წელი.image

ფილმის აკრძალვის მიზეზი: ფილმი აიკრძალა ვიეტნამში ძალადობის კადრების გამო.



0
849
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
849
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0