x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალი, რომელიც სამი გემის - "ოლიმპიკი", "ტიტანიკი" და "ბრიტანიკი"-ს კატასტროფას გადაურჩა
უძველესი დროიდან ცდილობს ადამიანი ახსნას ბევრი საოცარი რამ, რაც ჩვენს პლანეტაზე ხდება. მოვლენებიდან ბევრი მათგანი მეცნიერულად დასაბუთებულია, თუმცა ბევრი რამ კიდევ რჩება პასუხგაუცემელი. დღეს იმ ფენომენალურ მოვლენაზე მინდა მოგითხროდ, რომელიც წარმოუდგენელი და ძნელი დასაჯერებლია, თუმცა სიმართლე.



ამ ქალის სახელსა და გვარს ისტორია ვერ შემოინახავდა, რომ არა ეს ფენომენალური შემთხვევები- ის სამი გემის მასობრივ, ყველაზე საშიშ კატასტროფას გადაურჩა. უბედური შემთხვევები მას ბავშვობიდან თან სდევდა, თუმცა სასწაულებრივად ყოველთვის ნახულობდა გამოსავალს. გაიცანით Violette Constance Jessop-ი, რომელიც მუშაობდა სამ ყველაზე ცნობილ გემზე- "Olympique", "Titanic" და "Britannic."



image



ექიმები მას ბავშვობიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ სიკვდილს, რადგან ბავშვობაში ის დაავადდა ტუბერკულოზით, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ისტორიის მანძილზე. ვიოლეტი არამარტო გადაურჩა ვერაგ დაავადებას და განიკურნა, არამედ დიდხანს იცოცხლა. ბავშვობიდან დაჩაგრული იყო, მამა მალე გარდაეცვალა და სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, რადგან დედა შეუძლოდ იყო და სამსახური უნდა ეშოვა ოჯახის რჩენის მიზნით. ძიება–ძიებაში კი საბოლოოდ მუშაობა გამცილებლად კომპანია «White Star Line»-ში დაიწყო, (როგორც დედამისი) რომელიც ახორციელებდა ტრანსატლანტიკურ რეისებს.





● 1910 წელს, როდესაც ვიოლეტი 23 წლის იყო, კომპანია «White Star Line»-ს პირველ გემზე - "ოლიმპიკი" აღმოჩნდა. გემზე მუშაობიდან ერთი წლის შემდეგ, არასწორი მანევრირების შედეგად "ოლიმპიკი" კრეისერ (კრეისერი წყალზედა საბრძოლო ხომალდია) "ჰოუკს" შეეჯაახა, რის შედეგადაც 14 მეტრიანი ხვრელი გაჩნდა გემის კორპუსზე, რომელიც წყლის ხაზის ზემოთ იყო, ამიტომ კატასტროფამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა.




imageimage



● "ოლიმპიკის" შეკეთების შემდეგ ვიოლეტმა კვლავ განაგრძო მუშაობა, თუმცა როდესაც ახალი ლაინერი აშენდა, მას შესთავაზეს იქ გადასვლა და ის არც დაფიქრებულა. "ტიტანიკის" პირველი და უკანასკნელი რეისი 1912 წლის 14 აპრილის ღამესა და 15 არპილს იყო. მსოფლიოს მალევე მოედო მისი კატასტროფის ამბავი, თუ როგორ შეეჯახა აისბერგს, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა. გემზე არსებული 2224 ადამიანიდან მხოლოდ 711 გადარჩა ცოცხალი, მათ შორის იყო ვიოლეტიც, რომელიც №16 სამაშველო ნავში გადაჯდა. ნავში ასვლისთანავე უცხო მამაკაცმა საკუთარი შვილი გადასცა და სთხოვა მისთვის მიეხედა. ორი საათის შემდეგ, ვიოლეტი პირველი იყო, ვინც გემის კატასტროფის ადგილას მისულ დამხმარე გემზე "კარპატაზე" ხელჩაკიდებული ბავშვით ავიდა.



imageimageimage




● პირველი მსოფლიო ომის დროს ვიოლეტი მუშაობდა ბრიტანეთის "წითელი ჯვრის" მედდად. სწორედ სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა გემ "ბრიტანიკზე", მესამე ყველაზე დიდ ლაინერზე, რომელიც რეისებს ოკეანეში ასრულებდა. 1916 წლის ნოემბერში გემი ნაღმზე აფეთქდა. ევაკუაციის დროს ორი სამაშველო ნავი, რომელშიც გადარჩენილები იმყოფებოდნენ, გემის სახრახნისებმა შეითრია, თუმცა ვიოლეტი, რომელიც ერთ–ერთ ნავში იჯდა, კვლავ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.


imageimageimageimage





ვიოლეტმა 42 წლის მანძილზე იმუშავა სამგაზვრო ლაინერებზე. მან შეძლო და მსოფლიოს 2-ჯერ შემოუარა. გარდაიცვალა გულის უკმარისობით 83 წლის ასაკში.



imageimage




იხილეთ აგრეთვე:



სიმართლე ტიტანიკის კატასტროფაზე, რატომ ჩაიძირა იგი?image






ტიტანიკი არ ჩაძირულა და ის სხვა გემი იყო? ტიტანიკის ჩაძირვის შოკისმომგვრელი თეორიებიimage






პირველი შავკანიანი მოსწავლე, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორიაimage



0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0