x
მეტი
  • 14.11.2024
  • სტატია:138252
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511965
სიმართლე ტიტანიკის კატასტროფაზე, რატომ ჩაიძირა იგი?
image

ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ 1912 წლის 14 აპრილს, 23:40 სთ-ზე საკრუიზო ლაინერი "ტიტანიკი" აისბერგთან შეჯახების შემდეგ ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა, რასაც ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. რა მოხდა და რატომ ჩაიძირა ტიტანიკი? არსებობს უამრავი ვერსია, უამრავი ჭორი, მათგან კი ყველაზე პოპულარული აისბერგთან შეჯახებაა მიზეზი. რა მოხდა სინამდვილეში? ტიტანიკის ტრაგედიის შემდეგ ერთადერთი გადარჩენილი ოფიცრის შვილიშვილი- "პატტენი" გემის კატასროფის შესახებ სიმართლეს ჰყვება.

როდესაც პატტენი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, მისმა საყვარელმა ბებიამ მას საიდუმლო გაუმხილა და გააფრთხილა, რომ მისმა გახმოვანებამ, შესაძლოა ორი შედეგი გამოიღოს: ერთ–ერთი მათგანი, შესაძლოა საშინელი ყოფილიყო – მისი საყვარელი ბაბუის, ჩარლზ ლაიტოლერის სახელი, რომელიც დამსახურებული ადამიანი გახლდათ პირველი მსოფლიო ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის და დაჯილდოვებული იყო ჯვრით, შესაძლოა შერცხვენილიყო. მეორე კი შეცვლიდა ისტორიას და გამოამჟღავნებდა ოფიციალურ ვერსიას ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ კატასტროფაზე- ტიტანიკის დაღუპვაზე, რომელმაც 1912 წლის აპრილში 1517 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


image

ბაბუაჩემი ტიტანიკზე კაპიტანის მეორე დამხმარე იყო. როცა გემი აისბერგს შეეჯახა, იგი თავის კაიუტაში იმყოფებოდა. შემდეგ მან არ შეასრულა ბრძანება და უარი თქვა სამაშველო ნავში ჩაჯდომაზე, თუმცა შემთხვევით მაინც გადარჩა.
მოგვიანებით, კატასტროფის მიზეზების გასარკვევად ერთი გამოძიება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მეორე კი ბრიტანეთმა ჩაატარა. ლაიტოლერს ჰკითხეს, შეჯახების შემდეგ ესაუბრა თუ არა კაპიტანს ან პირველ დამხმარეს- უილიამ მერდოკს. ორივე შემთხვევაში მან კითხვას უარით უპასუხა და ორივე შემთხვევაში მოიტყუა. იმის მაგივრად, რომ ტიტანიკი აისბერგისგან მარცხნივ შემოებრუნებინათ, როცა იგი კურსის პირდაპირ იქნა შემჩნეული, მესაჭე რობერტ ჰიჩინსი პანიკამ შეიპყრო და გემი სწორი მიმართულებით არ მიაბრუნა და იმისათვის, რომ კურსი შეეცვალათ, მხოლოდ ოთხი წუთი ჰქონდათ და როცა მერდოკმა ჰიჩინსის შეცდომა შეამჩნია და მისი გამოსწორება სცადა, უკვე გვიანი იყო.

image


თუ მესაჭე ჰიჩინსი უბრალოდ შეცდა, მაშინ ბრუს ისმენმა, კომპანია White Star Line–ის ხელმძღვანელმა, რომელსაც ეკუთვნოდა ტიტანიკი, დამღუპველი ბრძანება გასცა.

ტიტანიკი აისბერგს, ყველაზე დაუცველი ადგილით შეეჯახა, თუმცა, ხიდზე ისმენი ავიდა. მას არ სურდა, რომ ლაინერი, რომლის შექმნაშიც კოლოსალური თანხები იყო ჩადებული, ან შუა ატლანტის ოკეანეში ჩაძირულიყო, ან უკან, პორტში დაებრუნებინათ – ეს ძალიან ცუდი რეკლამა იქნებოდა! სწორედ ამიტომ, მან კაპიტანს წინ წასვლა უბრძანა.

ტიტანიკი რომ ადგილზე დარჩენილიყო, იგი წყლის ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს გაჩერდებოდა, ყოველ შემთხვევაში, სხვა გემის მოსვლამდე მაინც და არც არავინ დაიღუპებოდა, მაგრამ მათ წინსვლის ბრძანება გასცეს და წყლის წნევამ, რომელიც გაჩენილი ხვრელის შედეგად გემში შედიოდა, გაადიდა ტიხარები. შედეგად, წყალგაუმტარი დანაყოფები ერთიმეორის მიყოლებით აივსო წყლით და სწორედ ამიტომ ჩაიძირა ლაინერი ასე სწრაფად. პატტენის ბაბუამ კი დაზღვევის გაუქმების "შანტაჟის" მიზეზით არ გათქვა საიდუმლო. თუმცა პატტენი მიხვდა, რომ ის ერთადერთი იყო ვინც სიმართლე იცოდა ტიტანიკის ჩაძირვის შესახებ და თუ მოკვდებოდა, ეს სადუმლოც მასთან ერთად დაიმარხებოდა, ამიტომ ამჯობინა ყველაფერი მოეყოლა.



5
1857
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1857
  
2014, 8 ივლისი, 21:35
გვინდა თუ არა ჩვენ პაკები ვართ, მებრძოლი ჯარისკაცები... ვიბრძვით, და ვიღუპებით მეფეების კეთილდღეობისთვის. ზოგჯერ პაიკი ხდება სპილო, მხედარი, ოფიცერი ლაზიერიც კი, მაგრამ არა მეფე...
2014, 8 ივლისი, 19:53
შესაძლოა, იმდენი ვერსია არსებობს მისი ცაძირვის შესახებ, რომ... ისტორიაში სხვანაირად შესულიყო არ ჯობდა? მაინცდამაინც ამხელა მსხვერპლი იყო საჭირო??
2014, 8 ივლისი, 18:39
თუ რჩევას მიიღებ, გირჩევ იუთუბზე მოძებნო დოკუმენტური ფილმები ამის შესახებ, იქ ამბობენ რომ ტიტანიკი იმიტომ ააშენეს, რომ ჩაეძირათ... ასე ნათქვამი შეიძლება სიგიჟედ გეჩვენება მაგრამ, ძAლიან ლოგიკურად ლაპარაკობენ.:)
2014, 21 მაისი, 16:17
გმადლობ ;)
2014, 21 მაისი, 16:14
საინტერესო სტატიაა , მომწეონა ! :)
0 1 5