x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მომინდომე რა შენც ჟიგული..." - სახალისო ისტორია გოგი ცაბაძეზე
image

დღეს 24 აგვისტოს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა გამოჩენილ კომპოზიტორს, ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერების, ოპერეტის, მუსიკალური კომედიების ავტორს და ქართული მიუზიკლის ფუძემდებელს, გოგი ცაბაძეს.


ასწლიან იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ სახალისო ისტორიას კომპოზიტორის ცხოვრებიდან:


***



.. ბატონ გოგის თავის აპარატში ერთი ერთგული თანამშრომელი ჰყავდა – რეზო ჯინჯოლია. გიორგი, როგორც ჩვენი ყველა ხელოვანი, თავისი ავტორიტეტით, ყველას ეხმარებოდა. ერთხელ ეს რეზო გიორგის კაბინეტში შეიძურწა თხოვნით:

– „მოსკვიჩი“ მყავს, ბატონო გიორგი. აბა, დღეს „მოსკვიჩით“ ვინღა დადის?

– რა გინდა, კენზო?

– კენზო არა, ბატონო გიორგი, რეზო მქვია მე, რეზო. გოგი ცაბაძეს ერთი უცნაური თვისება ჰქონდა. ადამიანების სახელებს ვერ იმახსოვრებდა. (ან განზრახ ამახინჯებდა)აიდარს ავლაბარს ეძახდა, ოლიას – თოლიას. ეგ კი არა ნუგზარ კვაშალს – ნუგზარ „კაშხალს“ ეძახდა.

– ჰო... რა გინდა, რეზო?

– ბატონო გიორგი, „ჟიგული“ მინდა – „03“ და თქვენ ხელი მიგიწვდებათ, თან თავის ფასში.

– თავის ფასში – ხილ-ბოსტანში! – გადაბჟირდა კომპოზიტორი, - სადაა, კაცო, ეგრე?!

– მინდა, ბატონო გიორგი და რა ვქნა? დამეხმარეთ!

– „ხარაშო, სლუშ, პადუმაემ!” (კარგი.მოვიფიქრებთ)– დაჰპირდა ცაბაძე.

გულმოწყალე კომპოზიტორმა კაბინეტიდან რეზოს გასვლისთანავე აკრიფა ტელეფონის ნომერი.

– „ზავტრა (რუსული ლაპარაკი უყვარდა) კვამ პრიდიოტ მოი ზნაკომი ჯონჯოლია. „ჟიგული” ხოჩეტ...(ხვალ თქვენთან მოვა ჩემი ნაცნობი ჯონჯოლია, "ჟიგული" უნდა)

კარიდანვე მობრუნდა მიყურადებული მთხოვნელი:

– „ნე ჯონჯოლია, ბატონო გიორგი ა – ჯინჯოლია“.

– „ნუ, ნე ადინ ხ... ი?!” – გადაბჟირდა კომპოზიტორი.(ერთი ყ...არ არის?)

რეზოს სხვა გზა არ ჰქონდა და „წაუპადხალიმა“.

– „კანეშნა, ადინ ხ... ი, ” ბატონო გიორგი, „ტოლკო, როსტ რაზნიე”!(რა თქმა უნდა ერთი ყ..ა მ ხოლოდ სიმაღლეა სხვადასხვა)

ცაბაძემ იმდენი იცინა, ძლივს მოაბრუნეს.

– „ხარაშო, ხარაშო”, ჩემო კვებზო, „სდელაემ.. სდელაემ”?!

– დაბადების დღე მაქვს ორ თვეში და მაშინ გამახარეთ, იუბილეზე.

– „ხარაშო, ხარაშო”, ჩემო რემზო.

ორმა თვემ მალე გაიარა.

გულაფანცქალებული იუბილარი სტუმრად მოსულ, საგანგებოდ დაპატიჟებულ ცაბაძეს მიეგება ორსართულიანი სახლის დიდ ეზოში. გიორგი მანქანიდან გადმოვიდა.

– „პალუჩაი, ზაკაზ”! – მიუთითა თავისი მანქანის საბარგულისკენ.

ძნელი მისახვედრი არაა...

მანქანიდან ერთი ყუთი ლუდი „ჟიგული“ გადმოიღეს.

– ეს რაა, ბატონო გიორგი? – პირი გააღო რეზო-კენზომ.

– „ტი ჟე გავარილ – „ჟიგული“? – ვოტ, პრინიოს”...

– „ია, ია“, – ალუღლუღდა მასპინძელი იუბილარი, – „მაშინუ პრასილ, მაშინა „ჟიგული”.

– „ვოტ, ვ მაშინე პივა „ჟიგული“, ა ჩტო ტი ხაწელ?”

– „ია მაშინა „ჟიგული“ პაპრასილ“, ბატონო გიორგი.

– „აა, მაშინა „ჟიგული“? ეტო ჟე ოჩენ დოროგა სტოიტ, პარენ”, მომინდომე რა შენც, ჩენზოო!

ჯინჯოლიას პირი გაუშრა. "


image

0
393
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0