x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„78 წლის კაცი რომელ ქვეყანაში გავიქცე? რა დაგიშავე ჩემო სამშობლოვ! რა დაგაკელი?“ – ჰენრი კუპრაშვილი
image

.

გინესის რეკორდსმენი, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს:

.


“საქართველოვ, რა დაგიშავე❓❗რა დ ა გ ა კ ე ლ ი❓❗ ჩემს ზემოთ, მეოთხე სართულზე მარტო მცხოვრებ, ფსიქიურად დავადებულ მეზობელ ლუიზა ფინთურიას ძალიან დიდი ხანია წყალი აქვს მოშვებული და ჩამოიქცა ჭერი ჩემს სააბაზანოში და ტუალეტში, გაჟონა ოთახებშიც. სინათლეც გაითიშა ნახევარ ბინაში, წყალმა ელექტროსადენებამდეც შეაღწია და მოკლე ჩართვა (ზამეკანია) მისცა. შეიძლება ხანძარიც გაჩნდეს. წყალმა გაჟონა გვერდით და ქვედა სართულის მეზობლებთანაც. მათ წყალი კი გადაკეტეს ამ ბლოკში, მაგრამ მაინც წვეთავს.ლუიზა კარებს არ უღებს არავის. იგი არის შეურაცხადი (საბუთი არის პოლიციაში), პერიოდულობით, როდესაც შეტევები აქვს (3 თვეში ერთხელ, ხანდახან ერთ თვეშიც) ფანჯრიდან ისვრის კონსერვის მინის ქილებს, ბოთლებს. დამტვრეული აქვს მეზობლების (ორი რაც მე ვნახე) მანქანების საქარე მინა, ერთი თვის წინ ზემოდან ნასროლი ქილებით დააზიანა ჩემი მანქანის საქარე მინაც. თითქმის ყველა მეზობელის (მათ შორის ჩემს) წინააღმდეგ შეტანილი აქვს უამრავი საჩივარი პოლიციაში ყოვლად წარმოუდგენელი ბრალდებებით (პოლიციელებიც კი სიცილით ბჟირდებიან ხოლმე).

.

მანამდე ცხოვრობდა ბაქოს ქუჩაზე, საიდანაც მეზობლებმა კოლექტიური საჩივრის საფუძველზე მოახერხეს მისი გასახლება.იწვა ფსიქიატრიულშიც. აგრესიული ხდება პერიოდულობით – არარეალური ჰალუცინაციური მოჩვენებები აქვს, მაგალითად, ყუმბარმტყორცნით ესვრიან სახლში ყუმბარებს და სხვ. როდესაც შეტევები არ აქვს მაშინ ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.აშკარაა, რომ საზოგადოებისთვის საშიშ ქცევებთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში კი სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ჯანმრთელი ადამიანი ავადმყოფისგან (ცხადია, პირიქითაც, ავადმყოფი – ჯანმრთელისგან).

.

ლუიზა ფინთურია არაპროგნოზირებადია და ხვალ რას უნდა ველოდოთ ძნელი გამოსაცნობია.ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როდესაც შექმნილია საგანგებო ავარიული მდგომარეობა: შეიძლება ჩამოიქცეს ჭერი (არმატურა მთლიანად მოშიშვლებულია) და გაჩნდეს ხანძარიც. საფრთხე ექმნება სახელმწიფო ქონებასაც (ბინა ჩემია, მაგრამ შენობა ხომ მერიისაა), რამდენჯერმე მყავს გამოძახებული პატრული, დარეკილი და შეტანილი მაქვს განცხადება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ჩვენი უბნის კურატორ სამმართველოში. ახლაც მეზობლების ხელმოწერით კოლექტიური წერილი კვლავ შევიტანეთ. შედეგი ნოლი – ეგ ადამიანი არანორმალურია, კარებს არ გვიღებს და ვერ შევდივართ მაგის ბინაშიო (ისე ვერც გაზის მუშაკები და ვერ ვერავინ ვერ შედის, ლუიზას ფეხზე კიდია არამარტო პოლიცია…). ჩვენ რა შუაში ვართ, სასამართლოს მიმართეო. ამას ხომ დიდი დრო უნდა? წყალი მოითმენს სანამ მივმართავ, სანამ გაიმართება…ძალიან ძნელია წარმოდგენა იმისა, რაც ხდება ჩემს გაპარტახებულ ბინაში, რომელსაც ვერც კი გაყიდი ისეთ მდგომაროებაშია. გარემონტების თავი კიდევ სად მაქვს პროფესორის ხელფასზე მცხოვრებ კაცს. წყალი არ არის სააბაზანოში და სამზარეულოში, სინათლე არ არის ორ ოთახში და სამაბაზანოსა და ტუალეტში…

.

ასეთი დაუცველი, ასეთი უსუსური, ასეთი ხელფეხშეკრული არასდროს ვყოფილვარ!!!რა დაგიშავე ჩემო სამშობლოვ! რა დაგაკელი?ვიყავი ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე, ამჟამად სრულიად უპარტიო; ვარ ომის ვეტერანი; პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი; პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უამრავი სტუდენტის აღმზრდელი (55 წლის სტაჟი „გეპეიში“ მუშაობის), მრავალი დოქტორანტის ხელმძღვანელი, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 3 გამოგონების ავტორი, ავტორი და ხელმძღვანელი განხორციელებული 3 სასწავლო და სამეცნიერო პროექტისა; გინესის რეკორდსმენი, მსოფლიოში სრუტეთა ახალი წესით გადაცურვისა და საქართველოში პარაცურვის ფუძემდებელი; მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი მასტერსებში (ზამთრის ცურვა, ბიატლი, ტრიატლი), სპორტის დამსახურებული მოღვაწე… რომელი ერთი ჩამოვთავალო?ჰო, ჯილდოებიც: ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (საქართველო); „მხედრული მამაცობისათვის“ მედალი (საქართველო); „სამგალითო სამსახურისთვის“ უკრაინის შჯ-ის მედალი (უკრაინა); ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს მედალი (დიდი ბრიტანეთი); წლის ადამიანი-2002, გაზეთი “ახალი ეპოქა”; სტუ-ის აკადემიური საბჭოს საპატიო დიპლომი; ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის პრემია და ა.შ.სამშობლოვ, კიდევ რა უნდა გამეკეთებინა, რომ ადამიანად ჩაგეთვალე? სიბერე რატომ ჩამიმწარე? 78 წლის კაცი სად წავიდე, რომელ ქვეყანაში გავიქცე?”

0
326
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0