ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ქართული ოცნების" პარტიის რეგიონული საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მცხეთაში გამართულ ღონისძიებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ივანიშვილის და "ოცნების" მიერ საარჩრვნოდ გაცემული მთავარი დაპირებები ერთ რამეს მოწმობს:
მათ მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა არის ბიდლო და მთელი სტრატეგია ამაზე აქვთ აგებული."- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლითი რეგიონული ღონისძიებები მცხეთა-მთიანეთიდან დაიწყო. 21 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან ერთად მცხეთაში, საქართველოს ძველ დედაქალაქსა და რელიგიურ ცენტრში, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს კამპანიის ძირითად გზავნილებზე, რომლებიც მათი პოლიტიკური საბჭოს უახლეს განცახდებაშია ჩამოყალიბებული. კერძოდ, მათ აღნიშნეს, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნებში სურს კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება, რათა აკრძალოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია”, შეზღუდოს ლგბტ უფლებები ტრადიციული ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის სახელით და საქართველოს კონსტიტუციაში შესაფერისი ცვლილებების შეტანით ნიადაგი მოამზადოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.