x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არქეოლოგებმა, ოქროსგან დამზადებული, უზარმაზარი არტეფაქტი აღმოაჩინეს

როგორც გამომცემლობა The Indian Times წერს, ქ. ვიჯაიავადი (ანდჰრა პრადეშის შტატი, ინდოეთი), ცოტა ხნის წინ, მსოფლიო არქეოლოგიის და სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. გეგმური გათხრების დროს, არქეოლოგები იქ, წარმოუდგენელ რაღაცას წააწყდნენ — 30 მეტრზე მეტი სიმაღლის სვეტს, რომელიც მთლიანად ოქროსგან იყო დამზადებული. გარდა ამისა, მათი აღფრთოვანება, მასზე გაკეთებულმა წარწერებმაც გამოიწვია, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, როგორც შუმერული.

«გათხრების დაწყებისას, ტაძრის სვეტების ნაშთს, შესაძლოა, ბუდიზმთან დაკავშირებული, რამე რელიკვიას, ან არტეფაქტს პოვნას ველოდით... და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მიწის ფენის ქვეშ, ოქროს სვეტს წავაწყდებით. მით უმეტეს, რომ მის ზედაპირზე, შუმერული ლურსმული დამწერლობა აღმოჩნდებოდა. ეს აღმოჩენა, ეჭვქვეშ აყენებს, ტრადიციულ წარმოდგენებს, ცივილიზაციათა უძველესი ისტორიის და გეოგრაფიის შესახებ». — აღნიშნა ექსპედიციის ხელმძღვანელმა დოქ. აშოკ ვარმამ.


image


აღმოჩენიდან მალევე, საერთაშორისო კონფერენცია მოეწყო, სადაც უძველესი ისტორიის და ლინგვისტიკის დარგის წამყვანი ექსპერტები, არტეფაქტის შესაძლო წარმოშობას საკითხს განიხილავდნენ. კონფერენციას ესწრებოდნენ ექსპერტები ოქსფორდის, ჰარვარდისა და მსოფლიოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან. «ეს აღმოჩენა გადატრიალებას ახდენს ჩვენს წარმოდგენაში არსებულ, ძველ ცივილიზაციებს შორის, კონტაქტების შესახებ. შუმერული არტეფაქტის არსებობა ინდოეთში, იმაზე მიუთითებს, რომ კულტურული კავშირები ცივილიზაციებს შორის, შესაძლოა, ბევრად უფრო გლობალური ყოფილიყო, ვიდრე აქამდე გვეგონა» — განაცხადა კონფერენციაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფ. ჯონათან ლეისიმ.

მეცნიერებმა, არტეფაქტის შესაძლო ასაკის და შემადგენლობის დასადგენად, ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს. თავდაპირველმა შედეგებმა აჩვენა, რომ სვეტი უმაღლესი სინჯის ოქროსგან არის დამზადებული. მაგრამ, მას უჩვეულო მინარევებიც აქვს, რომელიც აქამდე, ოქროს ბუნებრივ ნიმუშებში, ნაპოვნი არ ყოფილა.

თუმცა, ყველაზე გასაკვირი, არტეფაქტის ანტიგრავიტაციული თვისების აღმოჩენა იყო. როდესაც, შემდგომი ანალიზისთვის, სვეტის პლატფორმაზე გადაიტანა სცადეს, მუშებმა აღმოაჩინეს, რომ ის, თითქოს და, ჰაერში "ცურავდა". «თავდაპირველად გვეგონა, რომ ეს, რაიმე სახის, ტექნიკის შეცდომა, ან უბრალოდ, ვიზუალური ილუზია იყო, მაგრამ რამდენიმე ცდის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ობიექტი, გრავიტაციის კანონებს ეწინააღმდეგება», — აღნიშნა ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილემ.


image


ამ ფენომენმა, არა მხოლოდ მეცნიერების, არამედ ინდოეთის სადაზვერვო სააგენტოების წარმომადგენლების ყურადღებაც მიიპყრო. რამდენიმე დღეში, ობიექტზე წვდომა შეიზღუდა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის, გასაიდუმლოება მოხდა. «ჩვენ კვლევის დაუყოვნებლივ შეწყვეტის დავალება მივიღეთ და ყველა მასალა სამთავრობო უწყებებისთვის გადაგვეცა» — ამბობს დოქ. ვარმი.

მიუხედავად მონაცემების გასაიდუმლოებისა, ინფორმაცია ოქროს სვეტის და მისი ანტიგრავიტაციული თვისებების შესახებ, ინდოეთის მასმედიაში სწრაფად გავრცელდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტატია ავტორიტეტულმა ინდურმა საერთაშორისო გამოცემა The Indian Times–მაც გამოაქვეყნა. მაგრამ, რამდენიმე საათის შემდეგ, პოსტი წაიშალა. ხოლო, ჟურნალისტმა, რომელიც მასალებზე მუშაობდა, განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

«შევეცადეთ არქეოლოგებთან დაკავშირება და მეტი დეტალების გაგება, მაგრამ ყველა წყარომ, ან უარი თქვა საუბარზე, ან ამტკიცებდა, რომ პროექტში ჩართულნი აღარ იყვნენ», — ამბობს სტატიის ერთ–ერთი ავტორი რაჯეშ ნაგპალი. შედეგად, ზოგიერთმა ჟურნალისტმა თეორია წამოაყენა, რომ ინდოეთის მთავრობას, შეეძლო საერთაშორისო მითითება მიეღო, არტეფაქტზე კვლევის დახურვის შესახებ. შექმნილმა ვითარებამ, არაერთი კონსპირაციული თეორია წარმოქმნა: სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე, დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ ოქროს სვეტი, შესაძლოა არა მხოლოდ უძველესი არტეფაქტი, არამედ არამიწიერი ტექნოლოგიის ელემენტი, ან თუნდაც, მივიწყებული ცივილიზაციის რელიკვია იყოს, რომელსაც კაცობრიობისთვის მიუწვდომელ, ცოდნაზე წვდომა ჰქონდათ...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ძველი ეგვიპტე, ფარაონებამდე პერიოდში

* გამოცანა, მხოლოდ მაღალი IQ–ს მქონეებისთვის (პასუხი აქვს)

* 3 ტრაგიკული ფაქტი, სტალინის პირადი ცხოვრებიდან

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



1
575
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
575
  
10 სექტემბერი, 9:24
სხვათა შორის, ბილ გეითზე ანტივაქსერული ბოდვებიც ინდოეთში იღებს სათავეს. იქაც კაი ფარისევლები არიან
0 1 1