x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 ულამაზესი კუნძული, რომელზეც ადამიანმა ფეხი ვერ მოიკიდა

ეს ხუთი კუნძული ყველას იზიდავს თავისი უნაკლო ბუნებით, თუმცა ყოველი მათგანის თვალწარმტაცობის და მიმზიდველობის უკან საშინელი წყევლა და ისტორია იმალება. რის გამოც, კარგი გეოგრაფიული მდებარეობის და კლიმატური პირობების მიუხედავად, მათზე ცხოვრების სურვილი არავის ააქვს.


კლიპერტონიimage


კლიპერტონზე ადამიანმა ფეხი ვერაფრით მოიკიდა, ამბობენ რომ ამის მიზეზი მეკობრის წყევლა არის.

კლიპერტონი ფერნანდო მაგელანმა აღმოაჩინა 1519 წელს. თუმცა სახელი, ინგლისელი მეკობრის, ჯონ კლიპერტონის პატივსაცემად დაარქვეს. კლიპერტონმა 1704 წელს ამბოხება მოაწყო უილიამ დამპერის (ყველაზე ცნობილი მეკობრე ისტორიაში, მწერალი, მეცნიერი და ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრი) წინააღმდეგ.
ლეგენდის მიხედვით, კლიპერტონმა კუნძულზე განძი დამალა, რომელიც თითქოსდა ჯერ არ იყო აღმოჩენილი და განძის დაცვის მიზნით, ყველა დაწყევლა, ვინც მისი ნებართვის გარეშე კუნძულზე ფეხს დაადგამდა.
imageამ ისტორიიდან 100 წლის შემდეგ, კუნძულზე ამერიკული კომპანია დამკვიდრდა, რომელიც გუანოს (ფრინველების და ღამურების ფოსფორით მდიდარი ექსკრემენტები) მოპოვებით იყო დაკავებული.

1857 წელს ამერიკელებს კუნძული ფრანგებმა წაართვეს, იმ მოტივით, რომ ის ტაიტის (ფრანგული პოლინეზიის) საკუთრება იყო. კუნძული ამერიკელებმა დატოვეს და იქ ადამიანები მხოლოდ 1897 წ. გამოჩნდნენ, როდესაც მექსიკელებმა მასზე სამხედრო ბაზა დააარსეს.
1906 წელს ბრიტანეთის კომპანიამ კუნძულის ანექსია მოახდინა და მექსიკის მთავრობასთან ერთად, შექმნა დასახლება, რომელიც გუანოს მოპოვებით იყო დაკავებული. იმავე წელს კუნძულზე შუქურა აღმართეს. 1914 წელს კლიპერტონზე 100 ადამიანი ცხოვრობდა. ორ თვეში ერთხელ აკაპულკოდან გემი ჩადიოდა და საკვები ჩაჰქონდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მექსიკაში სამოქალაქო ომი დაიწყო, კუნძული გარე სამყაროდან მოწყვეტილი აღმოჩნდა.
1915 წლისთვის, უპატრონოდ დარჩენილი, კუნძულის მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა და მხოლოდ საკუთარი ბედის ანაბარად დარჩენილებმა, კუნძულის დატოვება ამერიკული სამხედრო გემით გადაწყვიტეს, რომელიც ატოლის ნაპირებთან იდგა. მაგრამ, მექსიკის ხელისუფლებამ ევაკუაციის აუცილებლობის საჭიროება ვერ დაინახა და თავის მოქალაქეებს გემზე ასვლის უფლება არ მისცა.
1917 წლისთვის, კუნძულზე მხოლოდ შუქურას დარაჯი და 15 ქალი დარჩა ცოცხალი. ხოლო, ნახევარი წლის შემდეგ – მხოლოდ 3 ქალიღა დარჩა, რომლებიც კუნძულიდან ამერიკული გემით გაიყვანეს.
მოგვიანებით, კლიპერტონის ფლობაზე უფლების მიღების სურვილი ორმა ქვეყანამ გამოთქვა: საფრანგეთმა და მექსიკამ. 1930 წ. ამ საკითხთან დაკავშირებით, საფრანგეთმა ვატიკანს მიმართა თხოვნით და ერთი წლის შემდეგ, კუნძული საფრანგეთის მფლობელობაში გადავიდა. როგორც კი ეს მოხდა, ფრანგებმა კუნძულზე სამხედრო ბაზა დააარსეს და შუქურა აღადგინეს.
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 7 წლის შემდეგ, ფრანგებმა ბაზა მიატოვეს. ხოლო კუნძული დღემდე დაუსახლებელი არის.


პალმირა (ატოლი)image


პალმირა ჰავაის სამხრეთით, 1 600 კმ. დაშორებით მდებარეობს და აშშ-ს საკუთრება არის. ამბობენ, რომ ეს ადგილი «ბოროტი სულების მიერ არის დაპყრობილი».
ატოლი ძველი ვულკანის კრატერზე დასახლებული მარჯნებით არის ფორმირებული. უკანასკნელი ასწლეულების მანძილზე, არაერთმა ხომალდმა დაასრულა თავისი არსებობის ისტორია სწორედ ამ ადგილზე.
1855 წელს ერთი გემიდან შეტყობინება მოვიდა, რომ ის რიფს დაეჯახა, თუმცა ადგილზე მისულმა სამაშველო რაზმმა, ვერც გემი ნახა და ვერც ადამიანები.
II მსოფლიო ომის დროს, პალმირაზე აშშ-ს თვითმფრინავების პლაცდარმი იყო. ასევე აქვე, წყალქვეშა ნავებს შეეძლოთ საწვავის მიღება. ამბობენ, რომ ჯარისკაცებს, რომლებიც ამ კუნძულზე მსახურობდნენ, ძალიან ხშირად, პანიკის შეტევა ეწყებოდათ უმიზეზოდ. იყო თვითმკვლელობის რამდენიმე შემთხვევაც.

1974 წელს პალმირა სან-დიეგოელი წყვილის სიკვდილის ადგილი გახდა. ელიონორა და მალკოლმ გრეხემები საზღვაო მოგზაურობის დროს, ჰავაისა და პალმირას შორის დაიკარგნენ. მოგვიანებით, ელიონორას ძვლები პალმირაზე აღმოაჩინეს, ხოლო მისი ქმრის გვამი ვერ იპოვეს.


კუნძული დაქსაimage


ხორვატიის კუნძულ დაქსაზე, ადამიანების მასობრივი მკვლელობის შემდეგ, დასახლების სურვილი არავის არ აქვს.
ხელუხლებელი ტყისა და ულამაზესი სანაპიროების მიუხედავად, ამ კუნძულზე არც ადგილობრივი მოსახლეობა არის და არც ტურისტები ჩადიან.

II მსოფლიო ომის შემდეგ, ამ კუნძულით არავინ დაინტერესებულა. ის არც იყიდება და არც ინვესტორი გამოჩნდა, რომ მასზე რამე ააშენოს. საქმე იმაშია, რომ 1944 წელს 48 ადამიანი, რომლებიც ნაცისტებისადმი სიმპათიაში დაადანაშაულეს, სწორედ ამ კუნძულზე სიკვდილით დასაჯეს. ითვლება, რომ ახლა დაქსაზე მათი დაუცხრომელი სულები ბინადრობენ და იქ ჩასულ ადამიანებს აფრთხობენ.


ლაზარეტო-ნუოვოimage


ვენეციური კუნძული ლაზარეტო ან ლაზარეტო-ვეკო, იგივე ლაზარეტო-ნუოვო ერთ დროს, შავი ჭირის და შუა საუკუნეების სხვა საშიში დაავადებების საკარანტინო ბაზა იყო. ვერავისკენ მიმავალ გემებს ამ კუნძულზე ამოწმებდნენ და დაავადებულ ადამიანებს ქალაქში არ უშვებდნენ. საავადმყოფო კუნძულზე 1348 წელს დააარსეს, როდესაც ევროპაში შავი სიკვდილი მოვიდა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის ორი მესამედი იმსხვერპლა.
XVII საუკუნეში საავადმყოფო დახურეს და კუნძულზე სამხედრო ბაზა დაარსეს. მოგვიანებით, იქ მაწანწალა ცხოველების თავშესაფარი გახსნეს. მაგრამ, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ლაზარეტოზე არავინ ცხოვრობს. კუნძულზე მხოლოდ არქეოლოგები მუშაობენ და ტურისტებისთვის მუზეუმი არის გახსნილი. მაგრამ, იქ დასახლების და ცხოვრების სურვილი არავის არა აქვს.


«გველების კუნძული» (ქეიმადა-გრანდი (პორტ. Ilha da Queimada Grande)image


გველების კუნძული, ფორმის მიხედვითაც, თითქოს გველს წააგავს…
ბრაზილიის ამ კუნძულს ნამდვილად არ ემუქრება ტყეების გაკაფვა, რადგან ის პლანეტის ყველაზე შხამიანი გველების მიერ არის დაპყრობილი. მათი შხამი 5-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე დედამიწის სხვა რეგიონებში გავრცელებული შხამიანი გველების შხამი. იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის სხეულზე მოხვედრილ შხამს შეუძლია მხოლოდ კანი კი არა, ხორცი და ძვალიც კი გაადნოს.

ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, 11 ათასი წლის წინ, როდესაც ზღვის დონემ აიწია, კუნძული ბრაზილიას გამოეყო და ამის გამო, გველებს კვების წყარო შეეზღუდათ. დღეს მათი საკვები მხოლოდ ფრინველებია, რომლებიც კონტინენტიდან კუნძულზე მიფრინავენ. ათობით ადამიანი გახდა გველების მსხვერპლი, ვიდრე კუნძული აკრძალულ ზონად გამოცხადდებოდა.
ერთ-ერთმა მეთევზემ, რომელმაც არაფერი იცოდა კუნძულის «სიკეთის» შესახებ, გადაწყვიტა კუნძულის გამოკვლევა, მას შემდეგ, რაც მისი ნავის ძრავა გაფუჭდა. როდესაც ბოლოს და ბოლოს ის აღმოაჩინეს, გველებით დაკბენილი, სისხლის გუბეში იწვა.
კიდევ ერთი საშინელი ისტორია, რომელიც ამ კუნძულს უკავშირდება, ბრაზილიურ ოჯახს ეხება, რომლის წევრებმაც კუნძულზე დასახლება და მისი ათვისება გადაწყვიტეს. როგორც ამბობენ, ისინი სახლიდან მას შემდეგ გამოიქცნენ, როდესაც ის გველებით გაივსო. რაც შეეხება ფაქტებს –კუნძულზე დასახლებული ადამიანების ნაწილები, მთელს ტერიტორიაზე იყო მობნეული, როდესაც მასზე, ოჯახის ნათესავების თხოვნით, მაშველთა ბრიგადა ჩავიდა.


image


გველების კუნძულის ფართობი 430 000 კვ. მ. და ყოველ 1 კვ. მ-ზე, ხშირ შემთხვევაში, 5 შხამიანი გველი მოდის ანუ კუნძულზე, დაახლოებით, 1, 5-2 მლნ-მდე გველი ბინადრობს.


imageimageimage



image

არხის სხვა სიახლეები:


* ამ პლანეტაზე წინაპრები არა გვყავს – ჩვენი სამშობლო, სხვა პლანეტაა...

* ფოტოზე აღბეჭდილი 20 წარმოუდგენელი მომენტი

* არც საფუარია საჭირო და არც საათობით ლოდინი – ფუმფულა ღვეზელი, ნებისმიერი გულსართით

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
269
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0