x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალმა ათეულობით მეზობლის თვალწინ კატა შეჭამა
image

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალმა ქალაქ კანტონადან(შტატი ოჰაიო) მეზობლების თვალწინ კატა შეჭამა, რის გამოც დააკავეს. ამის შესახებ Fox News იუწყება.




27 წლის ალექსის ტელია ფერელს(Allexis Telia Ferrell )ბრალი ედება ცხოველების დასახიჩრებასა და საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევაში.


პოლიციას ქალის მეზობლებმა პარასკევს, 16 აგვისტოს გამოუძახეს. მათი თქმით, ფერელმა ჯერ ცხოველს თავზე დააბიჯა ფეხი და შემდეგ ქუჩაშივე დაიწყო მისი ჭამა. აღსანიშნავია, რომ ამის მოწმე ათეულობით ადამიანი გახდა.



ქალი დააპატიმრეს. მისი გირაო 100 000 დოლარად განისაზღვრა. ორშაბათს, 19 აგვისტოს, მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ხოლო მისი სასამართლო პროცესი 26 აგვისტოს გაიმართება.

imageფოტოზე:ალექსის ტელია ფერელი


თუ რამ აიძულა ახალგაზრდა ქალი მსგავსი საქციელი ჩაედინა და წარსულშიდაც ხომ არ იყო შემჩნეული მსგავს ქმედებაში გამოცემა სდუმს ამის შესახებ.


ადრე ვწერდით ფილიპინელ ქალზე, რომელსაც მისი აზრით იშვიათი - ჰიპერტრიქოზით დაავადებული ბიჭი შეეძინა იმის გამო, რომ ორსულობის დროს მაწანწალა კატა შეჭამა.


ქალმა გადაწყვიტა, რომ მას წყევლამ უწია, რადგან ორსულობის დროს კატა შეჭამა. გამონგანმა განმარტა, რომ იმ დროს მას ჰქონდა „უკონტროლო სურვილი“ ეჭამა მწვანილებით შეზავებული კატა - უძველესი ფილიპინური რეცეპტის მიხედვით. ამ უძველეს კერძს ზოგჯერ დღესაც ამზადებენ ფილიპინების მთებში. გამონგანის მეგობრებმა კატა დაუჭირეს და მანაც შეჭამა.


თუმცა, ექიმებმა ქალს აუხსნეს, რომ მის შვილს აღმოაჩნდა ჰიპერტრიქოზი, იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც თითქმის მთელი სხეული სქელი თმებითაა დაფარული, მათ შორის სახეც და ტანიც.

0
68
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0