საზოგადოება ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა, დედა გახდა 23 აგვისტო, 17:56
.
ცნობილი ტელესახე ნინო თოლორდავა დედა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ის თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს და ჩვილის ფოტოს საჯაროდ აქვეყნება. წყვილმა ახალდაბადებულს თადა ერეკლე დაარქვა.
„თადა ერეკლე დავითაია. ჩემი პატარა ბიჭი“, – წერს ნინო თოლორდავა.
. ნინო თოლორდავას პირველი შვილის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის გამოც ბავშვის გაჩენას ვეღარ შეძლებდა. ამის შესახებ მან რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა: „წლებია მინდოდა შვილი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ჩემთვის არ შეიძლებოდა ბავშვის გაჩენა, ახლა კი სუროგატი დედისგან რამდენიმე დღეში ველოდებით შვილს. არაჩვეულებრივი გოგო ელოდება ჩემი და გიორგის შვილს და დიდი მოლოდინი გვაქვს. ალბათ ჩვენთვის აგვისტოში დადგება ახალი წელი“, – ამბობდა თოლორდავა. . როგორც ნინომ გადაცემაში „სთორი“ აღნიშნა, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბავშვის გაჩენა არ შეეძლო. 93 შეფასება არ არის
|