x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
ალენ დელონის საყვარელი სახლიდან გააძევეს და მის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
imageალენ დელონის შვილებმა მის საყვარელს, ჰირომი როლინს დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს.




ლეგენდარული მსახიობის დაკრძალვაზე ალენ დელონის მომვლელი და საყვარელი ჰირომი როლინი(მთავარ ფოტოზე) არ იყო მიწვეული. ამის შესახებ BFMTV იტყობინება.


წყაროს ცნობით, ლეგენდარული მსახიობის ნათესავებს ცუდი ურთიერთობა აქვთ 66 წლის ქალთან, რომელიც მასზე ბოლო წლებში ზრუნავდა.


ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს, მათ გააძევეს იგი დელონის სახლიდან და ახლა უარს ამბობენ მის დაკრძალვაზე დასწრებაზე.



გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამშვიდობება მოხდება მსახიობის სამკვიდროში Souls in the Loire-ში სადაც იგი ცხოვრობდა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, თავად არტისტის ანდერძის თანახმად. დაკრძალვას დელონის სამი შვილი - ენტონი, ანუშკა და ფაბიენი და კიდევ 40 სტუმარი დაესწრება.


თავად როლინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მსახიობის გამოსამშვიდობებელ ქელეხს დაესწრება. მან ასევე აღნიშნა, რომ სიტუაცია გაამწვავა ანუშკამ, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ალენთან მის ურთიერთობას.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფრანგმა მსახიობმა თავის მამულში მდებარე სამლოცველოში, 35 ძაღლის გვერდით დაკრძალვა ითხოვა, თუმცა ამ თხოვნას შვილები სავარაუდოდ არ შეუსრულებენ.მსახიობს 24 აგვისტოს დაკრძალავენ.



შეგახსენებთ, ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი, რომელიც გასული საუკუნის მამაკაცური სილამაზის ეტალონად ითვლებოდა 18 აგვისტოს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველმა მაყურებელმა მსახიობი გაიცნო ისეთი ფილმებით როგორიცაა "როკო და მისი ძმები"(1960) "თაკარა მზე"(1960), "შავი ტიტა"(1963), "თავგადასავლების მაძიებლები"(1967) "ორნი ქალაქში"(1973) "ზორო"(1975), "არამზადას სიკვდილი"(1977)."თეირანი-43"(1980) და სხვა.

0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0