x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შემეცოდა გრიგოლიჩი" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი "ქართული ოცნების" პარტიის რეგიონული საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გუშინ, მცხეთაში გამართულ ღონისძიებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის პოსტს ავრცელებს:


"შემეცოდა გრიგოლიჩი, კი ამოვიჭამეთ 12 წელიწადში უმადურმა ქართველებმა, “კრედიტ სვისმა”, ამერიკელებმა და გლობალური ომის პარტიამ ერთად. ნუ ჩვენ მეტად"- წერს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც საკუთარ სტატუსს თან გუშინდელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსული ივანიშვილის ფოტოსაც ურთავს.


image


შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლითი რეგიონული ღონისძიებები მცხეთა-მთიანეთიდან დაიწყო. გუშინ, 21 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან ერთად მცხეთაში, საქართველოს ძველ დედაქალაქსა და რელიგიურ ცენტრში, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.


ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს კამპანიის ძირითად გზავნილებზე, რომლებიც მათი პოლიტიკური საბჭოს უახლეს განცახდებაშია ჩამოყალიბებული. კერძოდ, მათ აღნიშნეს, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნებში სურს კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება, რათა აკრძალოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია”, შეზღუდოს ლგბტ უფლებები ტრადიციული ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის სახელით და საქართველოს კონსტიტუციაში შესაფერისი ცვლილებების შეტანით ნიადაგი მოამზადოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.







0
238
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
238