მოვლენები
"ოქროს ლოტოსი": ჩინეთში "ფეხების დაბინტვის" ტრადიციის შოკისმომგვრელი ფოტოები
21 აგვისტო, 20:27
მთელი ათი საუკუნის განმავლობაში გასული საუკუნის შუა პერიოდამდე, ჩინეთში ქალის ტერფების ხელოვნურად შემცირების საშინელი ტრადიცია მოქმედებდა, რათა ქალს "ლოტოსის" ფორმის ფეხი ჰქონოდა, ამისთვის კი, 2 წლიდან ბავშვებს ფეხს მჭიდროდ "უბინტავდნენ" და ძალიან ვიწრო ფეხსაცმელს აცმევდნენ.
იმ ქალბატონებს, რომლებსაც ტრადიციული "გაბინტვის" პროცესი არ ჰქონდათ გავლილი, დაბალი წრის, მდაბიო ქალებად მოიხსენიებდნენ, თუ ქალის ფეხი "ლოტოსის" ფორმის არ იყო, ითვლებოდა რომ ის უშნო და მამაკაცური იყო. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დაბალი სოციალური წრის წარმომადგენელ ქალბატონებს ფეხების დაბინტვის უფლება არ ჰქონდათ, მათ უბრალოდ "დიდფეხებიანებს" უწოდებდნენ, რომელთაც ეს მეტსახელი XX საუკუნის დასაწყისამდე შემორჩათ.
იმ პერიოდში არსებული სილამაზის სტანდარტის მიხედვით, ქალის ტერფის სიგრძე 7 სმ - ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. "სილამაზის" გარდა, ასეთი დეფორმაცია ბევრ ქალბატონს წარმოუდგენელ დისკომფორტსა და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ფოტოგრაფი ჯო ფარელი 13 წლის განმავლობაში ჩინეთში მოგზაურობდა და საკუთარ ობიექტივში სწორედ იმ 55 - ზე მეტი ქალის აღბეჭდვა მოახერხა, რომლებმაც ამ საშინელი პროცედურის ყველა "ბრწყინვალება" საკუთარ თავზე გამოსცადეს. დღესდღეობით, ეს სასტიკი ტრადიცია ჩინეთში ოფიციალურად აკრძალულია.