მოვლენები "სრულიად ში#ველი": ქანიე უესტის მეუღლის მორიგმა სკანდალურმა "ლუქმა" მთელი მსოფლიო აალაპარაკა 24 თებერვალი, 21:27 როგორც ჩანს, განგაშის ატეხვის დროა. ქანიე უესტისა და ბიანკა ცენსორის წყვილმა გასულ წელს ეპატაჟის ყველა რეკორდი მოხსნა, რასაც დღემდე წარმატებით აგრძელებს, თუკი ვინმე აქამდე თვლიდა რომ რეპერის ყოფილი მეუღლე, კიმ კარდაშიანი ზედმეტად თამამ ფოტოებს აქვეყნებდა და მეტისმეტად უხერხულადაც იცვამდა აზრი უკვე დიდი ხნის წინ შეიცვალა.ქანიეს ახალ მეუღლესთან შედარებით კიმი ნამდვილი მოკრძალების მაგალითია. კოლგოტები ქვედაკაბის გარეშე ულტრამოკლე კაბები საცვლების გარეშე, ტანგა შარვლის გარეშე - ბიანკა ასეთი მოდური "ლუქებით" ქუჩაში სრულიად თავისუფლად გადაადგილდება. მან თავისი ერთ-ერთი ასეთი გამომწვევი "ლუქისთვის" ერთხელ უზარმაზარი ჯარიმაც კი მიიღო - თუმცა უესტის მილიონებისთვის ეს უმნიშვნელო წვრილმანია."მალე ის ქუჩებში საერთოდ შიშველი ივლის", - წერდნენ პაპარაცები ცენსორის ფოტოების ქვეშ. და აი, აღსრულდა კიდეც სიტყვანი მათნი, ამასაც მოვესწარით! 29 წლის ლამაზმანი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ქუჩაზე მხოლოდ გამჭვირვალე თეთრი საწვიმარით გამოჩნდა, რომლის ქვეშ ბიანკას საცვალიც კი არ ეცვა. ასე მოუწია მას ქალაქში ნახევრად დედიშობილა სიარული. რა თქმა უნდა, ეს ფოტოები მაშინვე მოხვდა ყველა ტაბლოიდის პირველ გვერდებზე, და აქ უკვე განგაშის ზარი მათაც კი ატეხეს, ვინც ბიანკას ჩაცმულობას აქამდე სრულიად მშვიდად იღებდა, მიიჩნევდა რა მას თვითგამოხატვის საშუალებად ან ერთგვარ პიარ - სვლად."მისი ქანიესგან გადარჩენაა საჭირო! სად იყურება მისი ოჯახი?" - წერდნენ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები. ბევრს მიაჩნია, რომ აღნიშნული სიტუაცია ხელისუფლების ჩართულობას მოითხოვს, რადგან ერთი მხრივ, "ასეთი" სანახაობისგან შემთხვევითი გამვლელების დაცვაა საჭირო, ვინაიდან ეს მაინც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება, მეორე მხრივ კი, გოგონას რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგა დახმარება სჭირდება.შეგახსენებთ, რომ რეპერი და დიზაინერი თავისი ექსცენტრულობით არის ცნობილი. როგორც უესტის ყოფილი შეყვარებული, ჯულია ფოქსი იხსენებს მას საზოგადოებაში გამოსასვლელად სამოსს ყოველთვის ქანიე ურჩევდა. ბიანკას მეგობრები ასეთი სიტუაციითა და მისი მეუღლის გავლენით შეშფოთებულები არიან, მაგრამ როგორც ჩანს, ის მათ მოსმენას სულაც არ აპირებს - ის მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რასაც "გენიოსი" ეტყვის. ახლა კი ბიანკა ცენსორის ყველაზე უცნაურ და შოკისმომგვრელ "ლუქებს" წარმოგიდგენთ:632 1-ს არ მოსწონს |