საზოგადოება
"პირი გამოიბანე, გაიგე, შე ყიამყრალო?!"- ვის მიმართავს ბაია პატარაია
2024, 21 აგვისტო, 17:22
ქალთა უფლებადაცველი ბაია პატარაია "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან, ნათია მეზვრიშვილთან დაკავშირებით ტელეეთერით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ოცნების" წევრს საჯაროდ მიმართავს:
"ბინძური ბექა ოდიშარია გამოტლაყუნდა ტელევიზიროში და Natia Mezvrishviliზე ამბობს, ეგო ადრე ხალხს უჩიოდა და იჭერდაო. დიახ, პროკურორი იყო მეზვრიშვილი წინა ცხოვრებაში და შენისთანა მოძალადეებს იჭერდა და ჭკუით იყავი, თორემ დაბრუნდება პროკურორად და დაგიჭერს!
და საერთოდ პირი გამოიბანე, სანამ ნებისმიერი პოლიტიკოსი ქალის სახელს წარმოთქვამ! გაიგე, შე ყიამყრალო?!
სერიიდან: ნელა ზვიადი!
პარლამენტი არ არის ქალებზე მოძალადე ბინძური კაცების ადგილი!"– წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.