x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
"ხალხნო ! ოპო არხის ჟურნალისტი დამემუქრა"- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს საკუთარ სტატუსში გამოთქმული აზრის გამო მუქარაში ამხელს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"მირეკავს ნოდარ მელაძე ნაწყენი ჩემი სტატუსის გამო, რომ ტვ პირველის ეთერი არაობიექტურად მივიჩნიე და ვთქვი რომ ტვ პირველი ხაზარაძის გავლენის ქვეშ მოექცა, ( ვფიქრობ ეს აზრი ბევრისგან მოგისმენიათ) და ამას უკვე ბევრი აღნიშნავს და მევახშე ხაზარაძის სახელს აიკდებენ ორმაგი სტადარტით თქო, ფინალი საუბრის ასეთი იყო, ისტერიულად ყვიროდა, “აი ნახავ რასაც ვიზამ, მე შენზე სიუჟეტს გავაკეთებ ნაც მოძრაობასთან როგორ ვაჭრობო, შავ სიაში შეგიყვანო ”????( კიდევ კარგი მთელი გუნდი გვისმენდა ოფისში) ანუ შენიშვნა რომ არ მიმეცა, მაშინ სიუჟეტს არ მომიძღვნიდა და “კარგი გოგო” ვიქნებოდი ანუ რაიმე ინფორმაციას მალავდა, იცოდა და მალავდა, გაბრაზდა და აღარ მალავს??????????????‍♂️


გაოგნებული ვუსმენდი ამ -მისი პირიდან ამოსულ სიბინძურეს, სიტყვა “ვაჭრობა”, როგორც ჩანს მევახშე ხაზარაძისგან გაიგო და ისწავლა- სამწუხაროა, რა ვიცი გამიკვირდა, არ ველოდი . (ან რა მაქვს სავაჭრო რატომ და რისთვის უნდა “ვვაჭრობდე ”?? ოჰ ეს სიტყვა “ვაჭრობა”, ხომ არ მოსცილდა ქართულ პოლიტიკას??!! არადა მართლა რომ იცოდეს “სამზარეულო” ნოდარ მელაძემ ამ სიბილწეს და სისულელეს ხომ არ მაკადრებდა, არც მე და არც საკუთარ თავს აკადრებდა . ჰოდა აი ამის შემდეგ რა ჟურნალისტიკაზეა საუბარი, ან რა ობიექტურობაზე, ან, ან …..
რა დღეშია ეს ქვეყანა, ან რა მომავალი ელის??? წინ წყალი უკან მეწყერი…..აი ასეა რა.


ხალხნო ! ოპო არხის ჟურნალისტი დამემუქრა, ჩემს სტატუსში გამოთქმული აზრის გამო, წარმოიდინეთ რა უბედურებაშია ქვეყანა?!


წარმოიდგინეთ ერთი წუთით ხაზარაძე სათავეში რომ მოვიდეს?! რით განსხვავდება ივანიშვილისგან ( ვეთანხმები ამ გამონათქვამში შალვა ნათელაშვილს) არაფრით, სრულიად არაფრით!


ჩემს ბავშვობაში ასეთი ფილმი იყო “ჩემი მეგობარი ნოდარი”????
ვისი მეგობარი ხარ ნოდარ შენ?!
სამწუხაროა…..


P.S


კაცო, “ესენი” -(ზოგიერთი), ისე მესაუბრებიან თითქოს ყოფილი ხელისუფლების დროს სიტყვა მაინც ეთქვათ, ან შენიშვნა მაინც მიეცათ იმ 9 წლის მანძილზე ხელისუფლებისთვის, ახლა რომ იხსენებენ იმ “ცხრა წელს”, ან რა უნდა დაწეროთ თამარ ჩარკვიანზე, რაც ოცნების ტროლ-ბოტებს არ უკადრებიათ ჩემზე 2016 წლიდან????????????‍♂️
რა საშინელებაა, ასეთი- ადამიანური თვისებების მოულოდნელი ლუსტრაცია, თითქოს უნდა მიეჩვიოო და არა, ღმერთმანი ვერ ვეჩვევი – მაინც გულისწყვეტა მოაქვს!"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში, რომლის აზრითაც, ნოდარ მელაძის გაღიზიანება სწორედ მის სტატუსში გამოთქმულ აზრს მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატის ზემოაღნიშნულ პოსტს ასევე უცვლელად გთავაზობთ:


"ვერ მივხვდი ზოგიერთი ტვ -ს გაკვირვებას ( ამ შემთხვევაში ტვ პირველს ვგულისხმობ) ევროპული საქართველოს შეერთებამ, რატომ გამოიწვია ამხელა “გაკვირვება”, 2016 წლამდე ერთნი მაინც იყვნენ, ერთი პარტია იყო ხომ ასეა?! სანამ ბოკერია “ჩაიდენდა” უკადრებელს??? საოცარია ამხელა აჟიოტაჟი არ ამტყდარა ტვ ეთერში “საუკუნის პოლიტ.ქორწინება” რომ ვიხილეთ ხაზარაძე-ელისაშვილს ვგულისხმობ, მსგავსი ბრალდებები არ მომისმენია, რაც ელისაშვილმა ხაზარაძეს უთხრა, უწოდა და ტალახის ასხა და იმანაც შეირგო, თაღლითო, მძარცველო, მევახშე, პატიმრებს ციხეში კრედიტებს უფორმებდი და სხვის “ბიზნესებს “იფორმებდიო, ანაკლია სანამ არ “აგახიეს” სამშობლო არ გაგხსენებიაო შე ხალხის მძარცველოო.


ჰოდა, ეს ორმაგი სტანდარტი ცუდია, ძალიან ცუდი.
დასანანია, კარგი არხია ტვ პირველი- მართლა კარგები არიან და მენანება გულწრფელად “მევახშე ოლიგარქის” ტვ – აი ამ სახელს იკიდებს უკვე, სამწუხაროა- მართლა სამწუხარო…."





0
333
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
333