x
image
Yoona
Mediator image
იცით, რამდენი შეგიძლიათ დალიოთ სხვადასხვა ქვეყანაში მართვის დროს?
ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში. სისხლში ალკოჰოლის დასაშვები დონე ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, რაც ხშირად ასახავს ქვეყნის ინდივიდუალურ კულტურულ და იურიდიულ მიდგომებს.



image



სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის გასაზომად გამოიყენება სპეციალური საზომი - პრომილე. ამ კონტექსტში 1 პრომილე უდრის 1 გრამ ალკოჰოლს თითო ლიტრ სისხლში. სიტყვაზე, ასეთ კონცენტრაციას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ფსიქომოტორული დარღვევა, ამიტომ დასაშვები სამართლებრივი სტანდარტები, როგორც წესი, გაცილებით დაბალია. თვალსაჩინოებისთვის: 1 ბოთლი ლუდი შეიცავს 0, 5 პრომილეს, 1 ბოთლი არაყი - 2 პრომილეზე მეტს.



ქვეყნები, სადაც საერთოდ აკრძალულია

image




ზოგიერთ ქვეყანაში ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა მკაცრად აკრძალულია, ამიტომ სისხლში ალკოჰოლის დასაშვები დონე არის 0, 0 პრომილე. ასეთი ადგილებია, მაგალითად, ავღანეთი, აზერბაიჯანი, ბრაზილია, ჩეხეთი, ირანი, ყაზახეთი, სომალი, მალდივები, რუმინეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ვიეტნამი.



ბევრ ქვეყანაში სისხლში ალკოჰოლის დასაშვები დონე აბსოლუტურ მინიმუმთან ძალიან ახლოს არის. მაგალითად, ჩინეთში, ესტონეთში, ნორვეგიაში, პოლონეთსა და უკრაინაში დასაშვები ზღვარი არის 0, 2 პრომილე, ხოლო ალბანეთსა და კუბაში - 0, 1 პრომილე. ასეთ ქვეყნებში უმჯობესია საერთოდ არ დალიოთ, თუ მანქანის მართვას აპირებთ, რადგან მცირე დაუდევრობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმები და სხვა სახის სანქციები.



ქვეყნები, სადაც ფორმალურად შესაძლებელია

image



უმეტეს სხვა ქვეყნებში შეზღუდვები გაცილებით ნაკლებად მკაცრია, ამიტომ შეგიძლიათ მართოთ ავტომობილი მსუბუქ ნასვამ მდგომარეობაში, თუ ამის საჭიროება არსებობს. მაგალითად, საქართველოში სისხლში ალკოჰოლის დასაშვებ დონეს 0, 3 პრომილე შეადგენს. დაახლოებით ეს რაოდენობა დარჩება ზრდასრული მამაკაცის სხეულში, რომელმაც დალია 0, 5 ლიტრიანი ლუდი, 4-5 საათის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ თითოეული ორგანიზმი განსხვავებულად უმკლავდება ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას და არ უნდა სცადოთ ბედი, რადგან ნასვამ მდგომარეობაში მართვა ისჯება ჯარიმით და დროებით მართვის უფლების შეჩერებით.



მსგავსი ნორმა, 0, 3 პრომილე, არის ბელარუსიში, ეკვადორში, ინდოეთში, იაპონიაში, სერბეთსა და ტაჯიკეთში.



ქვეყნები, სადაც უფრო მეტი ალკოჰოლის მიღება შეიძლება

image



ზოგიერთ სხვა ქვეყანაში უფრო დემოკრატიული ზღვარია, სისხლში ალკოჰოლის დასაშვები დონე 0, 5 პრომილეა. ასეთი ქვეყნებია არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბულგარეთი, დანია, ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი. აი, სომხეთში, კანადაში, იორდანიაში, აშშ-ში და ვენესუელაში სისხლში ალკოჰოლის დასაშვები დონე 0, 8 პრომილეს აღწევს.



აფრიკის ქვეყნების უმეტესობას შეუძლია დაიკვეხნოს 0, 8 პრომილეს ლიმიტით, ხოლო პალაუში (კუნძულოვანი სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში), დასაშვები დონე 1 პრომილეა.



ნასვამ მდგომარეობაში მართვა და მისი გავლენა ავტოსაგზაო შემთხვევებზე

image



სისხლში ალკოჰოლის დასაშვებ დონეში განსხვავება გავლენას ახდენს ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე. ქვეყნებში, სადაც ნულოვანი ლიმიტია, ავტოსაგზაო შემთხვევების უფრო დაბალი მაჩვენებელია. კვლევებმა აჩვენა, რომ ქვეყნებში, სადაც ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მანქანის მართვის შესახებ კანონი უფრო მკაცრია, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 10-30 %-ით მცირდება.



ასევე დაგაინტერესებთ:

მზაკვრული შურისძიების 15 მაგალითი უკანონო პარკირების გამო

თეთრი ფერი შუქნიშანზე უპილოტო მანქანებისთვის: რაზე გვაფრთხილებს

წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი მანქანაში: რატომ შეიძლება იყოს სასიკვდილოდ სახიფათო

ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის

6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ


0
238
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
238