x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ აყენებდნენ "იკარუსის" მძღოლები წინა მაშუქებზე ფერად ფარებს?
image

შუახანს გადაცილებულებულებს ალბათ ბევრს ახსოვს "იკარულს-250" საქალაქთაშორისო ავტობუსებზე, წინა მაშუქებზე დაყენებული ე.წ. "ფერადი ფარები".


თუმცა, ბევრს არც ებადებოდა კითხვა თუ რატომ იყო დაყენებული ისინი ავტობუსზე.

ფაქტობრივად, ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ის ქარხანაშივე იყო დამონტაჟებული.


image

მაგრამ ეს არ არის მთლად სიმართლე. ფარებზე ჩამოფარებული "ფერადი სათვალე" შეიძლება მივაწეროთ ამ მანქანების მძღოლების ტუნინგს. მაგრამ ამ ტუნინგს არ შეიძლება ეწოდოს "პროვინციული", რადგან მათ გარკვეული ფუნქციები ჰქონდათ და თან ეს ყველაფერი გამოიყურებოდა ძალზე ელეგანტურად და ლამაზად.

image

"იკარუსის" ავტობუსები მზადდებოდა უნგრეთის ქალაქ სეკეშფეჰერვარში, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 95 ათას ადამიანს შეადგენს.


ავტობუსის ქარხანა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწარმო ქალაქში. 2003 წელს ქარხნის დახურვის შემდეგ, მოსახლეობამ კლება დაიწყო, რადგან დიდი ნაწილი სწორედ ქარხანაში იყო დასაქმებული.


ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე ყველაზე პოპულარული მოდელები იყო Ikarus-250.58, Ikarus-250.59, Ikarus-256.


250 სერიის ავტობუსები ქარხანაში იწარმოებოდა 1969 წლიდან 1996 წლამდე. მთლიანად 27 წელიწადში დაახლოებით 130 ათასი მანქანა დამზადდა


დღესაც კი, იშვიათად მაგრამ მათი ნახვა შესაძლებელია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გზებზე. ზოგან ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით დადის, ზოგან კი პრაქტიკულად აღარ დარჩა.


ახლა კი პასუხი მთავარ კითხვაზე, რატპმ ეყენა მაშუქებზე ფერადი "სათვალეები"?მიზეზი საკმაოდ მარტივია:ფერადი ფარები(მწვანე, ლურჯი და ა.შ.)იცავდა მაშუქებს დაზიანებისგან ან გატეხვისგან და ამასთანავე საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა.

image

0
563
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
563
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0