ისტორია რატომ გამოდიოდა ზილ-130 ელიფსური ფორმის ძარით? 2022, 14 დეკემბერი, 15:21
ძველ საბჭოთა ზილ-130-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდიფიკაცია იყო ზილ- MMZ-555-ის . ძნელი არ იყო ამ თვითმცლელის ამოცნობა, დამახასიათებელი მომრგვალებული ძარით.
1970-იან და 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირში ვერც ერთი სამშენებლო ობიექტი გვერდს ვერ აუვლიდა 555-ე სატვირთო მანქანას. რაში სჭირდებოდად ამ მოდიფიკაციის 130-ზე სწორედ ასეთი ფორმის ძარა? რატომ არ იყო თუნდაც მართკუთხა ფორმის? აქედანვე უნდა აღინიშნოს, რომ ზილ- MMZ-555 არის ერთი იმ სხვადასხვა მარკის მრავალ სატვირთო მანქანებს შორის, რომელსაც მომრგვალებული ძარა აქვს. სინამდვილეში, სატვირთო მანქანა შეიძლება აღიჭურვოს თითქმის ნებისმიერი ტიპის ძარით, იმისდა მიხედვით, თუ რა სახის სამუშაოების შეასრულება მოუწევს და რა სახის საქონლის ტრანსპორტირებაზე იქნება სპეციალიზირებული . დღეისათვის ჩვეულებრივი არსებობს სატვირთო ავტომობილის 5 ძირითადი ტიპი. კერძოდ, ის, რაც ზილ MMZ-555-ს აქვს, არის ე.წ. ნახევრად ელიფსურის ტიპის. მართკუთხა ძარა - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. მართკუთხა ფორმის ძარის მთავარი უპირატესობა არის დატვირთვის დროს მთელ ფართობზე თანაბრად გადანაწილების შესაძლებლობა. როგორც წესი, ასეთი ტიპის ძარა შეიძლება დაიტვირთოს ნებისმიერ სხვა ტიპის ძარაზე უფრო მეტად. თუმცა, ისინი სრულიად უვარგისია თხევადი ან ნაყარი მასალების გადასატანად, რადგან კუთხეებში ნარჩენები იჭედება და ძარა ძნელად იწმინდება და რაც ყველაზე მთავარია, როდესაც ნაყარი ტვირთი ამ ტიპის სატვირთოთი გადაჰქონდათ, ნაწილი გზადაგზა იბნეოდა. სწორედ ამ პრობლემის მინიმალიზაციის მიზნით შეიქმნა ელიფსური ფორმის ძარა. 1237 2-ს მოსწონს
|