x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამ პლანეტაზე წინაპრები არა გვყავს – ჩვენი სამშობლო, სხვა პლანეტაა...

ცნობილი ეკოლოგი ელის სილვერი (Ellis Silver) დარწმუნებულია, რომ ადამიანები პლანეტა დედამიწაზე, არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლებმა ჩამოიყვანეს და თავისი წიგნით – "ადამიანები დედამიწიდან არ არიან" (Humans are not from Earth), ამაში ჩვენს დარწმუნებასაც ცდილობს. მისი აზრით, დედამიწაზე არსებული, სიცოცხლის ყველა ცნობილი ფორმა, ადამიანის გარდა, აქ დაიბადა. გაგრძელება >>>


image


მაგრამ, მაშინ კითხვები ჩნდება ევოლუციის თეორიასთან დაკავშირებით, რომელიც თანამედროვე მეცნიერებაში, ფართოდ არის აღიარებული. სად არის ჭეშმარიტება? რა დავიჯეროთ, ის რომ როგორც აღნიშნულ თეორიაშია, ორგანიზმები, თავის განვითარებაში, უმარტივესი ფორმებიდან რთულისკენ მიისწრაფოდნენ, თუ ის რომ ცოცხალი ორგანიზმის ყველა სახეობა მიისწრაფოდა, ხოლო ჩვენ, ამ პლანეტაზე, უცხო პლანეტელებმა ჩამოგვიყვანეს და დაგვასახლეს? ამ უკანასკნელი აზრის სასარგებლოდ, ის ფაქტი მეტყველებს, რომ არ არსებობს დამაკავშირებელი რგოლი ჩვენს ე. წ. წინაპრებს და გონიერ ადამიანს (Homo sapiens) შორის. რატომ დაიწყეს ადამიანებმა უკანა კიდურებზე სიარული, რის გამოც, დგომისას, სიმდგრადე შეუმცირდათ, ან ბეწვი როდის გასცვივდათ? — ცნობილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დნმ 99% შიმპანზეს დნმ–ს ემთხვევა, ფიზიკურად მათთან, ცოტა რამ გვაქვს საერთო... ამ პრინციპს თუ გავყვებით, მაგ., ბანანის დნმ–ი, ჩვენს დნმ–ს 50% ემთხვევა, ის კი სულიერიც კი არ არის.

ზოგიერთი თეორიის თანახმად, ამ პლანეტაზე წინაპრები არა გვყავს და ჩვენი სამშობლო, სხვა პლანეტაა. აქ კი, მხოლოდ იმიტომ ვცხოვრობთ, რომ პლანეტა დედამიწა ერთი დიდი "ლაბორატორიაა", ხოლო ჩვენი ცივილიზაცია, — დაკვირვების ობიექტი...

კაცობრიობის ისტორიიდან ნათელად ჩანს, რომ ჩვენ — ცოცხალი სამყაროს სასტიკი წარმომადგენლები ვართ და ჩვენს გზაზე ყველაფერს ვანადგურებთ. ოდითგანვე, ერთმანეთს ძალაუფლებისთვის, რესურსებისთვის, რელიგიისთვის და სხვა წვრილმანი მიზეზების გამო ვიბრძვით. დადგენილია, რომ კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა ომებში, 500 მილიონიდან — 1 მილიარდამდე ადამიანი დაიღუპა.

XVI საუკუნიდან დღემდე, ჩვენს გამო, ხერხემლიანების 680–მდე სახეობა გადაშენდა. ამის ძირითადი მიზეზი კი, მათი ბინადრობის არეალის განადგურება იყო.

რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რა გავლენას ვახდენთ პლანეტაზე: ჩვენ წვლილი შევიტანეთ კლიმატის ცვლილებაში, ატმოსფეროში სათბურის აირების რაოდენობის შეცვლაში. ხანგრძლივი დროის მანძილზე, წიაღისეულ საწვავს მოვიხმართ და აეროზოლებს ვაფრქვევდით... და მხოლოდ ახლა შევშფოთდით იმის გამო, რაც პლანეტას, ჩვენი ქმედებების გამო დაემართა.

ბევრ ადამიანს, ეს ჯერ კიდევ არ აღელვებს, მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება, სულ უფრო მეტ სტიქიურ უბედურებებს იწვევს. საბოლოო ჯამში, გლობალური დათბობის ფონზე, ოკეანეების დონე აიწევს და დედამიწაზე ცხოვრება არასტაბილური გახდება...

ეს ყველაფერი მომავალში მოხდება, მაგრამ რა იყო წარსულში? რატომ არავის ახსოვს, წარსული ცხოვრება დედამიწაზე? ზოგიერთი თვლის, რომ ვიდრე ადამიანები დედამიწაზე ჩამოიყვანეს, მეხსიერება წაუშალეს და მათ საკუთარი სახლი დაივიწყეს...

თუმცა, კაცობრიობის არსებობის დასაწყისიდანვე, ცით ვიყავით შეპყრობილნი და იმით, რაც იქ არის... ყოველთვის გვხიბლავს ვარსკვლავები, სხვა პლანეტები და სხვა სამყაროების საიდუმლოებებით ვინტერესდებით... შესაძლოა, ვარსკვლავებამდე მიღწევის ეს მოთხოვნილება, სწორედ იმიტომ არის ასე ღრმად ფესვგადგმული ჩვენში, რომ ვიცით, სწორედ იქ არის ჩვენი ადგილი!


image

არხის სხვა სიახლეები:


* ეგვიპტური ფარაონის უცხოპლანეტური იარაღი

* როდესაც ყველაფერს რაკურსი წყვეტს – ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* შეამოწმეთ საკუთარი ლოგიკა – 10 გამოცანა (პასუხები აქვს)

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
762
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0